ირანმა გამანადგურებელს МиГ-29 მოდერნიზება გაუკეთა

ირანმა გამანადგურებელს МиГ-29 მოდერნიზება გაუკეთა

ირანმა თავისი ერთ-ერთი გამანადგურებლის МиГ-29 მოდერნიზება წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ირანული ტელეარხის Press TV საიტზე გამოქვეყნდა.

ირანის სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურის ჰასან შახ საფის თქმით, თვითმფრინავის მოდერნიზაციის სამუშაოები ქალაქ თებრიზში არსებულ სამხედრო-საჰაერო ბაზაზე განხორციელდა.

გამანადგურებლის სრულყოფის პროცესმა რამდენიმე წელი გასტანა. ჰასან შახ საფის განცხადებით, თვითმფრინავის რემონტისა და მოდერნიზების ყველა ეტაპზე მხოლოდ ირანელი სპეციალისტები მუშაობდნენ. განახლებულმა გამანადგურებელმა გამოცდა წარმატებით გაიარა.

რა სახის მოდერნიზება გაუკეთეს ირანელებმა თვითმფრინავს, ჰასანს არ დაუკონკრეტებია. МиГ-29 ექსპლუატაციაშია 1983 წლიდან. მას 2,5 ათასი კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 1,5 ათას კმ სიმაღლეზე ფრენა შეუძლია.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე