ავტორი:

31 გარდაცვლილი, 228 დაკარგული - კალიფორნიაში ხანძრის მასშტაბები იზრდება

31 გარდაცვლილი, 228 დაკარგული - კალიფორნიაში ხანძრის მასშტაბები იზრდება

კალიფორნიაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს, ძლიერმა ქარმა ცეცხლის კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელებას შეუწყო ხელი.

CNN-ის ინფორმაციით, სტიქიამ სულ მცირე 31 ადამიანი იმსხვერპლა, 29 მათგანი ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ორი კი - სამხრეთით გარდაიცვალა.

228 ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შტატის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკია, ქალაქი პერედაისი მთლიანად დამწვარია, ათასობით საცხოვრებელი სახლი და შენობა - განადგურებული. ხანძარი პერედაისთან ახლოს მდებარე ტყეში ხუთშაბათს გაჩნდა.

სამხრეთ კალიფორნიაში გაჩენილი ხანძარი კი დასავლეთის მიმართულებით ვრცელდება, ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ცეცხლმა ჰოლივუდის რამდენიმე ვარსკვლავის სახლიც გაანადგურა. სამართალდამცველები ამბობენ, რომ კვირის განმავლობაში მშრალი ამინდი და ქარი შენარჩუნდება, რაც სტიქიასთან ბრძოლას ართულებს.

იხილეთ ვიდეო: ყველაზე გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიის ისტორიაში: 31 დაღუპული, 228 დაკარგული, დამწვარი 6 ათასი სახლი და 15 000 განადგურების საშიშროების ქვეშ

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 6 700 შენობა განადგურდა, უმეტესობა საცხოვრებელი სახლია.

შტატის მასშტაბით 300 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი უმეტესობა ლოს-ანჯელესის ოლქის მცხოვრებია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"