მეტრო თბილისის ზღვასთან - ამ იდეას დედაქალაქის მერს სთავაზობენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვებგვერდზე 272 მიმდინარე, 219 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.
„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ მეტროს გაყვანას გულისხმობს.
„კარგი იქნება, თუ თბილისის ზღვის შემოვლით თბილისის მეტროს პირველი ხაზისა და ბოლო სადგურების დაკავშირება (სურათზე ლურჯი ხაზით მივუთითე) მოხდება, თუნდაც მიწის ზევით რომ გაკეთდეს. უცხოეთშიც ხომ საკმაოდ აპრობირებულია მიწის ზედა მეტრო? ეს კი თავის მხრივ აღნიშნული ხაზის გასწვრივ დასახლებების განვითარებას მოახდენს და უკვე არსებულ დასახლებებშიც აღარ მოხდება ახალი მშენებლობების წარმოება. წაიკითხეთ სრულად