პოლონეთსა და აშშ-ს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ დამატებითი ხელშეკრულება გაფორმდა

პოლონეთსა და აშშ-ს შორის ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ დამატებითი ხელშეკრულება გაფორმდა

დოკუმენტს ხელი მოაწერეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იაცეკ ნაიდერმა და პოლონეთში აშშ-ის ელჩმა ლი ფაინსტაინმა.

ხელმოწერას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ესწრებოდნენ.

შეთანხმების მიზანია პოლონეთსა და აშშ-ის შორის ანტისარაკეტო თავდაცვის შესახებ 2008 წლეს უკვე გაფორმებული ხელშეკრულების თავდაცვის სისტემის ახალ არქიტექტურასთან შესაბამისობაში მოყვანა.

ჰილარი კლინტონი კრაკოვში დღეს დილით ჩავიდა და მონაწილეობა მიიღო "დამოკრატიული საზოგადოების" 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

პოლონეთის ისტორიულ დედაქალაქში ჩასვლისთანავე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გვირგვინით შეამკო კატინის ჯვარი, რომელიც ვაველის ციხე-სიმაგრის შესასვლელთან მდებარეობს.

კლინტონის ვიზიტის პროგრამაში პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატებთან შეხვედრა არ შედის. პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა