ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი ბერას - "გაგაცნობ ჩემს შვილს და შეგიძლია ესტუმრო ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში"

მიხეილ სააკაშვილი ბერას - "გაგაცნობ ჩემს შვილს და შეგიძლია ესტუმრო ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქორწილთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილის პოსტს ეხმაურება:

"ბერა, გილოცავ გაბედნიერებას, მაგრამ არ შემიძლია არ გითხრა, რომ რასაც შენ ზომიერ ცხოვრებას ეძახი, არის 450 მილიონ დოლარად შეფასებულ სასახლეში ყოფნა, სადაც თქვენ გემსახურებათ 4 ვეტმფრენი და თვითმფრინავი, რომელსაც რეგულარულად ჩამოაქვს საჭმელი ტიბეტიდან და ბევრი სხვა შორეული ადგილიდან, იმ საზოგადოების ფონზე, სადაც 150 ათასი ბავშვი ყოველდღე შიმშილობს, 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს მაქსიმუმ 3 დოლარად დღეში, ხალხს ენატრება ელემენტარული და თქვენ კიდე ამ ხალხს ჩაუკეტეთ სალოცავის კარები, რომელიც არასდროს დაკეტილა აქამდე... თუ გინდა გაიგო როგორია ზომიერი ცხოვრება, გაგაცნობ ჩემ შვილს, რომელიც შენი თანატოლია და შეგიძლია ერთი კვირით ესტუმრო მას ოთახნახევრიან ნაქირავებ ბინაში. ან კიდევ, უფრო უკეთესი-შეუარე ჩემს ნაცნობ ტყიბულელ ოჯახს, სადაც ბებია და შვილიშვილი 3 ოთახიანი ბინიდან მხოლოდ ერთ ოთახს იყენებენ იმიტომ, რომ დანარჩენი ორის გათბობის ფული არ აქვთ და გასინჯე მათი "ზომიერი"ულუფა.. ისე კი, გისურვებ ბედნიერებას!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქზე".

ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა მის ქორწილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ატეხილ აჟიოტაჟს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა. მან ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი ჯვრისწერის გამოს სვეტიცხოვლიდან მრევლი გამოუშვეს. მან ასევე განმარტება გააკეთა ქორწილში დახარჯულ თანხებზე გამოთქმულ კრიტიკაზეც.

"...ოჯახის მატერიალური მდგომარეობა არაფრით არ უკავშირდება ქვეყნის ბიუჯეტსა და სახელმწიფო სახსრებს, შესაბამისად, გაუგებარია კრიტიკოსთა პრეტენზიები დახარჯული სახსრების მოცულობასთან მიმართებაში" - წერია ბერა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერა. ბერას მეჯვარეები მისი უმცროსი ძმა ცოტნე ივანიშვილი და რეპერი ამიკო ჯანელიძე არიან. ჯვრისწერის შემდეგ ქორწილი კოჯორთან მდებარე კომპლექსში Bioli Hall-ში გაიმართა. ქორწილისთვის მთლიანი კომპლექსი უამრავი ყვავილით იყო მორთული.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს