ავტორი:

ისრაელში ჭურვებს აღარ ისვრიან - როდემდე გასტანს სიმშვიდე ქვეყნის სამხრეთით

ისრაელში ჭურვებს აღარ ისვრიან - როდემდე გასტანს სიმშვიდე ქვეყნის სამხრეთით

ისრაელისა და პალესტინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაოფიციალური შეთანხმება ამოქმედდა. Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით, 460 ჭურვი გაისროლეს.

ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოვლენების განვითარებაზეა დამოკიდებული.

პალესტინის შეიარაღებული ფორმირებების გაერთიანებულმა შტაბმა განაცხადა, რომ ჭურვებს აღარ გაისვრიან, თუ „სიონისტი მეზობელიც იმავეს იზამს.“

თელ-ავივში, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრა გუშინ, დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ კი მოკლე და ბუნდოვანი განცხადება გაავრცელეს - ისრაელის თავდაცვითი ძალები საჭიროების მიხედვით იმოქმედებენ. განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი.

სიტუაციის დასტაბილურება არ მოსწონს ისრაელის მოსახლეობის ნაწილს - ქალაქ სდეროთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ, ისრაელმა პალესტინას თვეობის მანძილზე მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორზე უფრო აგრესიული პასუხი გასცეს. პროტესტის მონაწილეებს ქუჩები ბლოკირებული აქვთ, წვავენ საბურავებს.

ნახეთ ვიდეო : ბლოკირებული ქუჩები და დამწვარი საბურავები - ისრაელელების ნაწილი ხელისუფლებას სთხოვს პალესტინას უფრო აგრესიული პასუხი გასცეს

სიტუაცია ღაზას სექტორში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის მიერ ღაზაში ჩატარებული საიდუმლო ოპერაციის შედეგად 7 პალესტინელი და ერთი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.

პალესტინის ინფორმაციით, მეთაური მოკლა ისრაელის დანაყოფის წევრმა, რომელიც სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდა. მათი განცხადებით, დანაყოფი ღაზას სექტორში საზღვრიდან 3 კმ-ს დაშორებით მოძრაობდა, მათი მანქანა ჰამასის წევრებმა გააჩერეს. პალესტინის წყაროების ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს და ადგილობრივი მეთაური, ნურ ბარაკეჰი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით დაპირისპირების შემდეგ ცეცხლი ტერიტორიაზე ისრაელის ავიაციამაც გახსნა.

ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა ჰამასის 6 პალესტინელი წევრი. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით კი დაიღუპა სპეციალური დანაყოფის ერთი წევრი, ერთი მსუბუქად დაიჭრა.

ისრაელელი სამხედროები სამშობლოში მოგვიანებით, ვერტმფრენით დააბრუნეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"