ავტორი:

უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

უნიკალური ანთოლოგიის „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ წარდგენა ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

15 ნოემბერს, 19:00 საათზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის ქ. N7) ორენოვანი ანთოლოგიის, „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და გამომცემლობა „პალიტრა L“ თანამშრომლობით მომზადდა.

კრებული „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს. წიგნი რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. საზედაო ასოები საგანგებოდ ანთოლოგიისთვის დაიხატა და თან ერთვის თითოეული ავტორის ჩანაწერს. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ.

წიგნს წარადგენენ:

ეკატერინე ტოგონიძე - პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, პროზაიკოსი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი

მაია ალუდაური - პალიტრა L-ის მთავარი რედაქტორი

კრებულის ავტორები.

ანთოლოგიის პირველი პრეზენტაცია 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა, სადაც საქართველო ოფიციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსით იყო წარმოდგენილი. 2019 წელს წიგნის წარდგინება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება.

წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას.

წიგნის ავტორები: დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესიკ ხარანაული.

მთარგმნელები: ნანუკა კობახიძე, ერიკ თეოფან ჰალვორსონი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება