ავტორი:

"სხვა გზა არ გვაქვს... ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია" - 1 წლის და 5 თვის ნიტას დახმარება სჭირდება

"სხვა გზა არ გვაქვს... ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია" - 1 წლის და 5 თვის ნიტას დახმარება სჭირდება

1,5 წლის ნიტა კვინტრაძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. პატარა გოგონას მძიმე დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ბავშვის საზღვარგარეთ გადაყვანა, თუმცა კოლოსალურ ხარჯებს ოჯახი ვერ გაუმკლავდება... ნიტას ოჯახის წევრები და მათი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ:

"მეგობრებო, მძიმეა ასეთი პოსტების გაზიარება, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. პატარა ნიტას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება და გთხოვთ დავეხმაროთ!

ნიტას სავარაუდო დიაგნოზის მართვა (განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლური დარღვევები, რომელმაც დააზიანა ღვიძლი, თირკმელი და ა.შ), როგორც ირკვევა, წარმოადგენს დღეისათვის არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში ურთულეს საქმეს.

ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია და ესაჭიროება სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, დამატებითი კვლევების ჩატარება დიაგნოზის დასაზუსტებლად და შემდგომი მკურნალობა.

გთხოვთ გაავრცელოთ და დავეხმაროთ!

"თიბისი ბანკი", საბანკო კოდი TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: GE35TB7570945061100032

მიმღები - ქეთევან მიქაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ