ავტორი:

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ წუთებში ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრის ამოყვანამდე საჭიროა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. ადგილზე იმყოფება 5 სამაშველო ჯგუფი, ასევე სამუშაოებში ჩართული არიან მყვინთავები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჟინვალის წყალსაცავში სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტმა, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც ბეტონმზიდი ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა, გამოძიება დაიწყო.

დუშეთის რაიონში შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. სამუშაოების შესრულებისას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა ბეტონმზიდი. სამართალდამცველები და მაშველები ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს 1965 წელს დაბადებულ ი.ჟ.-ს გუშინდელი ღამის შემდეგ ეძებდნენ.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო