ავტორი:

ქერჩის საერთო სამარხში, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების საფლავები იპოვეს - მეომრების ახალი გვარები და ფოტოები სასაფლაოდან

ქერჩის საერთო სამარხში, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების საფლავები იპოვეს - მეომრების ახალი გვარები და ფოტოები სასაფლაოდან

ქერჩში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი საერთო სამარხის გახსნისას, სადაც 4 ათასზე მეტი მეომარი განისვენებს, ქართული სასაფლაო აღმოაჩინეს. სამარხში აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული ქართველი მეომრები განისვენებენ.

როგორც ქერჩის კომისიის წევრი AMBEGI.GE-სთან საუბარში განმარტავს, სავარაუდოდ ეს იყო ანაპის 414-ე ქართული დივიზია, რომელიც ერთი მიმართულებით იბრძოდა... როგორც ჩანს, ერთ-ერთი შეტევისას დაღუპულ ქართველ მეომრებს ერთად გაუთხარეს საფლავი.

კადრები ყირიმის სოფელ გლაზოვკაში მდებარე სასაფლაოდან, სადაც ომში დაღუპული ქართველების საფლავებიც გვხვდება

მეომრების ოჯახის წევრების და შთამომავლების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, ვაქვეყნებთ იმ დაკარგულების სიას, რომელთა გვარ-სახელები მოგვაწოდა კომისიამ. მკითხველს შევახსენებთ, რომ შესაძლოა, გვარ-სახელებსა და სოფლის დასახელებებში უზუსტობები იყო, რადგან როგორც ჩანს, თავის დროზე, მეომრების პირადი მონაცემების სწორად შევსებაზე არ უზრუნიათ.

ივანე რაჟდენის ძე მოსიძე - დაბადებული 1899 წელს წულუკიძის (ხონის) რაიონის სოფელი ქვიტირი. დასაფლავებულია ქერჩში, სოფელ გლაზოვკაში.

გიორგი ანდრეის ძე გაჩეჩილაძე - დაბადებული 1899 წელს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელი გერზული (?!), დედა - ქრისტინე ივანეს ასული.

რუბენ სემიონის ძე იაკობიძე - დაბადებული 1914 წელს, ჭიათურის რაიონის სოფელი ქვედა იტყვისი, სერჟანტი. დედა - თინა ვასილის ასული.

გიორგი სოლომონის ძე ბატკუაშვილი - დაბადებული 1896 წელს, თბილისი, გლდანის გარეუბანი. მეუღლე - ეკატერინა პავლეს ასული.

ივან გიორგის ასული შავშიაშვილი - დაბადებული 1903 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში. მეუღლე - თამარა შაქროს ასული.

იასონ იოსების ძე ხუციძე - დაბადებული 1901 წელს ცაგერის რაიონის სოფელი სამარი(?!). დაიღუპა მიღებული ჭრილობების შედეგად.

ერმოლაი აკაკის ძე ცუცქირიძე - დაბადებული 1922 წელს, ჭიათურის რაიონში, სოფელი სვირი. დაიღუპა მიღებული ჭრილობებისგან.

ალექსანდრე პორფირეს ძე კინწურაშვილი - დაბადებული 1896 წელს ფოთში, კიროვის ქუჩა #194-ში. მეუღლე - ბობი ილარიონის ასული. დაიღუპა მიღებული ჭრილობებისგან.

ვასილი ლევანის ძე დავითაშვილი, სერჟანტი - დაბადებული 1924 წელს.

აბრამ კოჟეს ძე ფირცხალავა - დაბადებული 1891 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ოქტომბერში. მეუღლე - მარია ივანეს ასული.

სემიონ ევსტაფეს ძე გოგიბერიძე - დაბადებული 1922 წელს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ