ავტორი:

"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

"სამედიცინო პრაქტიკაში უნიკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე" - ქართველი მშობიარის უმძიმესი ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმმა გულის შეტევა მიიღო

ერთი ბეწო მაჯაზე საგულდაგულოდ შეუბამთ პატარა, მომწვანო მუშამბის ნაჭერი, რომელზეც გაკრული ხელით წაუწერიათ: ქალი – წონა 3-600, სიგრძე – 52. კარისქალს ვარდისფერი ვარდები და ბარათი შემოაქვს. გოგონა თექვსმეტში დაიბადა. "ეს თექვსმეტი ვარდი"... – კითხულობს ახალგაზრდა ქალი და ვარდებს მექანიკურად ითვლის.

– აქ რომ ათი ვარდია?! – უფრო თავის თავს ეკითხება, ვიდრე კარისქალს.

– უი, მეგონა, არ დაითვლიდი, გოგოებს ისე მოგვეწონა ეს ლამაზი ვარდები...

– არა უშავს, – იქით "დაამშვიდა" და მიხვდა, როგორ აუწვა თვალი ცრემლმა. თავის ვარდისფერლოყება ნამცეცა გოგოს დახედა დავარდისფერი ვარდები მომცრო მაგიდაზე დააწყო.როგორ უნდოდა თექვსმეტი ყოფილიყო... ერთხანს ხან პატარას დასცქეროდა და ხან – ვარდებს, ხან კიდევ სიყვარულით სავსე წერილს. პალატის ექთანი შემოვიდა და აღტაცებულმა წამოიძახა: – წითელი ვარდები კი მინახავს ასე გრძელფეხება, მაგრამ ვარდისფერი არაო.

– წაიღეთ, პალატაში მაინც არ შეიძლება ყვავილები, – ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა. ახლა ძალიან უნდოდა, ამ "ნაკლული" ვარდების გარეშე დარჩენა! ისევ წამოდგომა სცადა. არ გამოუვიდა. სუსტად იყო, სიცხეც მაღალი ჰქონდა. მისმა ექიმმა, გამოცდილმა, თბილისში იმდროისთვის ერთ-ერთმა საუკეთესომ, წინასწარ აყვანილმა და შესაფერისად დაჯილდოებულმა, სიცხე მკერდს დააბრალა და არც გასინჯა. არადა, მშვენივრად იცოდა, როგორ მოევლო მკერდისთვის. თავის ახლობელ ბებიაქალსაც ვერაფერი უთხრა. ძლიერი ანტიბიოტიკი დაუნიშნეს. სიცხე ხან იკლებდა, ხან იმატებდა.

მხოლოდ მ ე თ ე რ თ მ ე ტ ე დღეს გამოწერეს.ძლივს ჩალასლასდა მიმღებში. ბავშვი ექთანს მიჰყავდა. საბუთების გაფორმებისას გული წაუვიდა. მოაბრუნეს... არავის უფიქრია, გულწასული ზემოთ აეყვანათ და გაესინჯათ. ალბათ მალე გამივლისო და დამშვიდებული ჩაჯდა მანქანაში... ბედნიერ მამას ვარდისფერ მაქმანებში გახვეული ქალიშვილი დიდი სიფრთხილით მიჰყავს. დიდი ოჯახი სიხარულით და გაშლილი სუფრით შეხვდა მეორე შვილიშვილის შემობრძანებას. პირველი ვაჟი ჰყავდათ, 8 წლის ლაშა. ყველაზე ძალიან სალომე ბებოს უხაროდა პატარა სალომეს დაბადება.მოსკოვიდან ძმამ მიულოცა ტელეფონით. ძლივს აიღო ყურმილი. ერთხანს თითქოს გახალისდა, როცა მამა და ბიძა ტელეფონის ყურმილზე "უჭახუნებდნენ" შამპანურის ბოკალს. საწოლზე ნებიერად მიწოლილ პატარას მშვიდად ეძინა. წყალს გადავივლებ და მერე ვაჭმევო, გაიფიქრა და სააბაზანოში შევიდა. უფრო სწორად, კარის მოხურვა ვერ მოასწრო, რომ იგრძნო, კოკისპირულივით წამოსული სისხლი... სამშობიაროში სისხლისგან თითქმის დაცლილი მიაბრუნეს.შუაღამეზე აღვიძებენ გამოცდილ ექიმს დავით ქორიძეს. სადარბაზოსთან ხვდება იგი შეშფოთებულ ახლობლებს. მთელ თავის გამოცდილებას ცრემლებსაც უმატებს მორიგე ექიმი დოდო გველესიანი, ეშინია, ხელში არ ჩამაკვდეს ეს საცოდავი გოგოო. მთელი ღამე მისი მაჯა უჭირავს ხელში ანესთეზიოლოგ მარინა ჯაშს, მედდას ლელა ვასაძეს.

იქ, ქვემოთ, მომცრო ოთახში, მკლავგაწვდილი დგანან ახლობლები და მეგობრები. მოწყალების დას ფრთხილად შემოაქვს ახალაღებული, სიცოცხლის ტოლფასი სისხლი.სიკვდილთან პირველი შებრძოლება დამთავრდა. ოპერაცია, რომელიც უეჭველად უნდა გაკეთებულიყო, დროებით გადაიდო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალის დასუსტებული სხეული ვერ გადაიტანდა.

დაიწყო წინასაოპერაციო მოსამზადებელი პერიოდი... მაგრამ... კვლავ სისხლისდენა. ამჯერად მორიგე თემურ არაბიძეა, ახალგაზრდა ექიმი.

– ჩართეთ საოპერაციო! "ასე გამწარებით ალბათ ძმა თუ იყვირებდა ჩემი", – რატომღაც ფიქრობს უმწეო ქალი. საოპერაციო მესამე სართულზეა, ავადმყოფი – პირველზე. ბედის დაცინვა – ლიფტი არ მუშაობს! საკაცის მოტანას არ დალოდებია, ახალგაზრდა ქალი ხელში აყვანილი მიჰყავს თემურ არაბიძეს. ექთანს წვეთოვანი უჭირავს ორივე ხელით და სირბილით მიჰყვება... ეს იყო ურთულესი და ამავე დროს უჩვეულო ოპერაცია, რომელიც ექვს საათს გრძელდებოდა. მეორედ გაიხსნა თექვსმეტნაკერიანი ჭრილობა. მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა ცნობილმა დასტაქარმა თენგიზ მესხმა, რათა ერთდროულად გაეკეთებინა ორი ურთულესი ოპერაცია – გინეკოლოგისა და ანგიოლოგის. წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ