ავტორი:

როგორ ეხმაურებიან  ვალების განულების გადაწყვეტილებას "ფეისბუქში"

როგორ ეხმაურებიან  ვალების განულების გადაწყვეტილებას "ფეისბუქში"

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. "შავ სიაში" მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. ინიციატივა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე. მისი თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბერს დასრულდება. მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოების მხრიდან აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. სოციალურ ქსელში კრიტიკულ კომენტარებს წერენ მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში საბანკო დავალიანებებს პატიოსნად იხდიდნენ და დღემდე იხდიან:

- "თუ სწორად გავიგე ვიღაცამ ფული აიღო ვერ ან არ გადაიხადა, და მე ჩემი გადასახადებიდან უნდა დავფარო ეს ყველაფერი ხვალ და ზეგ? მეც მეპატია რამე? ჩემი კრედიტიდან?"

- "ე.ი ვიღაცამ აიღო სესხი წავიდა იგულავა, იმოგზაურა, არ დაიკლო არაფერი და მერე სესხი არ გადაიხადა და მე კიდევ ვიკლებ ყველაფერს ვიხდი გაჭირვებით და დღეს მთვარობა მიცხადებს, სხვასაც უნდა გადავუხადო?"

- "მახსოვს როცა დანგრეული იყო ქვეყანა 90-იანები. სახლმმართველობა არსებობდა ჯერ. გადასახადებს კეთილ სინდისიერად ვიხდიდით. ჩემი ოჯახის ხარჯზე ჰქონდა კორპუსს წყალი, დენი არ იყო ფიზიკურად. რა დროითაც გვაძლევდნენ შუქს ვიხდიდით მაინც. ერთი ოჯახის ხარჯზე იყო ყველა ყოფითი საკითხი. მოვიდა ბატონი ედუარდი და ათასობით ლარის ოდენობის ვალები ყველა გადამგდებს აპატია. ესეიგი ჩემი ოჯახი ვირები ვიყავით. მუქთაზე იცხოვრეს წლები მეზობლებმა. ახლაც იგივე თემაა. ჩემ ოჯახს არაფერი ეპატია. სახლი შეეწირა და სხვის სახლში ვცხოვრობ"

- "იტყუებიან განულებაზე, როგორც ყოველთვის. 31 დეკემბრამდეო, ანუ არჩევნების შემდეგ. ცხადია, მერე ორივე შემთხვევაში გადააგდებენ, თუ ზურაბიშვილმა მოიგო, დაიკიდებენ და იტყვიან "იმაზე მეტი შევასრულეთ, რაც დაგპირდითო", თუ ვაშაძემ - "კოჰაბიტაცია გვიშლის ხელსო". მოკლედ არ მოტყუვდეთ"

- "P.S. 1. თუ გადაუხდელ ვალებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარავს, მე რატომ ვიხდი სხვის დავალიანებას?

2. თუ დავალიანებას ბანკები თავადვე ჩამოწერენ - მაშინ რა ტიპის შეთანხმება შედგა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის? (ნუ მოყვებით რომ ერთ ღამეში გაკეთილშობილდნენ)

3. "ქართუს" დიდი წვლილი რაშია - ის დაფარავს სრულად სხვა ბანკებსა და მიკროსაფინანსოებში დავალიანებებს? თუ კი, ამას მე უნდა გითხრათ რაც ჰქვია?

4. ეს უშნო, "ხალხის გახარების იდეით" გამოწვეული აღტკინება რომ დავიოკოთ და ვთქვათ - გეგმა სად იყო?", - წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს