ავტორი:

დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?

დაბრუნდება თუ არა ირაკლი ალასანია პოლიტიკაში?

დიდი ტაიმ-აუტის შემდეგ პოლიტიკაში შესაძლოა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია დაბრუნდეს. საუბარია ე.წ მესამე პოლიტიკურ ცენტრში მის გამოჩენაზე. გია ხუხაშვილისა და ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მათი "კარი" ალასანიასთვის ღიაა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პოლიტიკის ძველმა სახეებმა რიგ-რიგობით გამოაცხადებს პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, არც ისაა გამორიცხული, რომ ქართულ პოლიტიკას "უძღები შვილი" დაუბრუნდეს.

პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე განცხადებები უკვე გააკეთეს ალასანიას ყოფილმა თანაგუნდელებმა - ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ბრუნდება "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ და აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყოფილ პოლიტიკურ თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა "ძველ გვარდიას" უხმო, პოლიტიკიდან წასულმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის ქვეყნის დასახმარებლად.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, საუბარია ე.წ მესამე ცენტრში მის ხილვაზე, რომლის შექმნასაც პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აპირებს. თუმცა, კულუარებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ ალასანია შესაძლოა არა ხუხაშვილთან, არამედ პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ ახალ პარტიაში - "კანონი და სამართალი" ვიხილოთ.

ინფორმაციის გადასამოწმებლად AMBEBI.GE ირაკლი ალასანიას დაუკავშირდა, რომელიც როგორც ცნობილია ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში მოღვაწეობს.

"დიდი მადლობა ყურადღებისთვის. პოლიტიკასთან დღეს შეხება არ მაქვს, არც სურვილი, რადგან სხვა საქმით დავკავდი. მომავალში თუ რაიმე შეიცვლება, მზად ვარ" - უთხრა AMBEBI.GE-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ალასანიასთან არ უსაბრია გია ხუხაშვილს, თუმცა მიიჩნევს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილ ლიდერს პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია.

"მე არ ვქმნი გუნდს, უბრალოდ პროცესს შევუწყობ ხელს. ირაკლი ალასანია დიდი ხანია არ მინახავს, ამიტომ არ ვიცი საიდან მოდის ეს საუბარი. პოლიტიკაში მისი დაბრუნება-არ დაბრუნება არის მისი კონსტიტუციური უფლება, შესაბამისად ეს მისი გადასაწყვეტია. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება და სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის" - გვითხრა გია ხუხაშვილმაა.

აღსანიშნავია, რომ ხუხაშვილთან ერთად ე.წ მესამე ცენტრში ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი. ის ამბობს, რომ ისურვებდა პოლიტიკაში ალასანიას ხილვას.

"არ მისაუბრია მასთან, თქვენგან მესმის პირველად. ირაკლი ალასანია წესიერი და კვალიფიციური ადამიანია, ვისურვებდი, რომ პოლიტიკაში იყოს. მაგრამ მასთან ამ თემაზე შეხვედრა არ მქონია ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ბოლოს 3-4 თვის წინ ვნახე, რაღაც წვეულებაზე. მას მერე აღარ მინახავს, თუ თბილისში იქნება შევხდები რატომაც არა. კარგი კაცია ნამდვილად!" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ელისაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტნიუსი"

ეკატერინე ტიკარაძიც ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი დამონტაჟდა

"გვთხოვეს მოსვლა და ჩვენი მოსაზრებები" - რაზე ისაუბრეს კობა ნაყოფიამ და გრიგოლ ვაშაძემ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან?