ავტორი:

კონცერტი 23 წლის ლუკას დასახმარებლად - "1 ოქტომბრის შემდეგ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა"...

კონცერტი 23 წლის ლუკას დასახმარებლად - "1 ოქტომბრის შემდეგ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა"...

23 წლის ლუკა ალიბეგაშვილის გადასარჩენად საქველმოქმედო კონცერტი იმართება. ალიბეგაშვილს მწვავე მიელოიდური ლეიკემია დაუდგინდა, ის მკურნალობას თურქეთში გადის.

მეგობრების ინფორმაციით, ლუკას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროება, რომლის ღირებულებაც 75000 დოლარს შეადგენს.

„სანამ გაიგებდა თავის დიაგნოზს, არაფერი აწუხებდა. ერთ დღეს სახლში დაღლილი მოვიდა, ზურგზე სისხლჩაქცევა შეამჩნია, ყურადღება არ მიაქცია... ასეთ უმნიშვნელო დეტალებს ხომ არავინ ვაქცევთ ყურადღებას... ღამე მუცელი ასტკივდა, ვერ დაიძინა. სასწრაფო რომ გამოიძახეს, აღმოჩნდა, რომ სხეულზე, ხელებზე და ფეხებზე კიდევ გასჩენოდა სისხლჩაქცევები...

მერე რა და როგორ მოხდა, ამის მოყოლას არ დავიწყებთ... ფაქტი ერთია, 1 ოქტომბრის შემდეგ ლუკას ცხოვრება თავდაყირა დადგა,“ - აღნიშნავენ მეგობრები.

მის დასახმარებლად 27 ნოემბერს კონცერტი „ივენთ ჰოლში“ გაიმართება, ბილეთის საფასური კი 25 ლარია, რომლის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ