ავტორი:

ტრამპი და ფოცხები - აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დასცინეს

ტრამპი და ფოცხები - აშშ-ს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დასცინეს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კალიფორნიაში ტყის ხანძრების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ მაგალითი ფინეთისგან უნდა აიღონ, რომელიც "ტყეების ქვეყანაა" და ხანძარი ძალიან იშვიათად ჩნდება.

ტრამპის თქმით, პარიზში ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა და მისგან გაიგო ტყეების მოვლის „საიდუმლო“ - ფინელები ტყეებს ფოცხებით ასუფთავებენ.

ფინეთის პრეზიდენტი კი მედიასთან ამბობს, რომ ტრამპთან ფოცხებზე არ უსაუბრია.

CNN-ის ინფორმაციით, საული ნიინისტემ ადგილობრივ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენთან შეხვედრისას კალიფორნიაში გაჩენილ ხანძარზე ისაუბრა და ტრამპს უთხრა, რომ მისი ქვეყნის დიდი ნაწილი ტყით არის დაფარული, თუმცა ფინეთს კარგი მონიტორინგის სისტემა აქვს, რაც ხანძრის პრევენციის საშუალებას იძლევა.

ტრამპის განცხადება, რომ ფინელები ტყეებს ფოცხებით ასუფთავებენ, სოციალურ ქსელებში მთავარ „გასართობად“ იქცა - „ტვიტერის“ ფინელი მომხმარებლები ფოცხით ხელში გადაღებულ სურათებს აქვეყნებენ და ამტკიცებენ, რომ მათი ერთადერთი საქმიანობა ტყეების მოფოცხვაა. ზოგი მომხმარებელი კიდევ უფრო კრეატიული აღმოჩნდა და ტყის დასასუფთავებლად მტვერსასრუტს იყენებს.

ტრამპზე, ფოცხსა და ხანძრებზე არაერთი მემე თუ კარიკატურაც შეიქმნა. მომხმარებელმა @BaoThien გააზიარა კარიკატურა, სადაც აშშ-ს პრეზიდენტს "ფორესტ ტრამპს" უწოდებს, მის განცხადებას კი ფილმიდან Forest Gump ციტატითვე (Stupis is as stupid does) სულელურად აფასებს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე