ავტორი:

საქართველოს "მის უნივერსზე" კეტრინ ზეტა ჯონსის ორეული წარადგენს

საქართველოს "მის უნივერსზე" კეტრინ ზეტა ჯონსის ორეული წარადგენს

საქართველოსთვის ეს შემოდგომა სილამაზის კონკურსების მხრივ აშკარად დატვირთულია. კესარია აბრამიძის და ნინი შერმადინის შემდეგ, საკუთარ ქვეყანას უცხო ქვეყნის პოდიუმზე „მის საქართველო“ ნია წივწივაძე და „ვიცე მის საქართველო“ ლარა იანი წარადგენს.

ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი სწორედ ლარა იანია, 25 წლის მომხიბვლელი მოდელი საქართველოს „მის უნივერსის“ კონკურსზე წარადგენს.

- ლარა, სანამ საკონკურსო სამზადისზე ვისაუბრებთ, მოგვიყევი როგორ დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა?

- ჩემი სამოდელო კარიერა 17 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით დაიწყო. სულ 9 სილამაზის კონკურსის ტიტულის მფლობელი ვარ, ბოლოს პირველი „ვიცე მის-საქართველოს“ ტიტული ავიღე. რაცშეეხება პირველ ნაბიჯებს პოდიუმზე, მე რუსეთში ვცხოვრობდი, ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმელს ვიზომავდი, რა დროსაც უცხო ქალბატონმა სამოდელო სააგენტოში კასტინგზე მიმიწვია. 10 დღეში იყო დაგეგმილი კასტინგი, სადაც ძალიან სასაცილოდ მივედი, მაკიაჟით და ტყავის შარვლით. სხვა გოგონები უმაკიაჟოდ იყვნენ.

- საქართველოში საცხოვრებლად რატომ დაბრუნდით?

- ხშირად ჩამოვდიოდით თბილისში და ჩემი ოცნება იყო აქ ცხოვრება, უკვე 3 წელია რაც გადმოვედით საქართველოში. მართალია რუსეთში უფრო დიდი ბაზარია და შემოსავლიანი, მაგრამ იქ ყოველთვის აკეთებენ აქცენტს კავსასიელებზე. მქონდა „მის რუსეთის“ კონკურსიდან შემოთავაზება, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი. უფრო ტოპ-მოდელების კონკურსებზე გამოვდიოდი. მინდოდა უფრო ჩემი საქართველო მესახელებინა. 2014 წელს მივიღე მონაწილეობა საქართველოში „ელიტ-მოდელ ლუქში“, შემდეგ კი სამოგზაუროდ წავედი, ერთხელაც სააგენტოში შევიარე სტუმრად და მოვხვდი „მის საქართველოს“ კასტინგზე. მითხრეს ხვალ გვაქვს კასტინგი და ისე არ გაგიშვებთო, კი ვიქირე რაღა დროს ჩემი კონკურსებია-მეთქი, მაგრამ მინდოდა რაღაც შემეცვალა ჩემს ცხოვრებაში და მონაწილეობა მივიღე. წაიკითხეთ სრულად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს