ავტორი:

"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი პირადსა და კარიერაზე

"ყველა ქალისთვის სასიამოვნო მოლოდინში ვარ" - მარინა კახიანი პირადსა და კარიერაზე

"სკოლაში სწავლისას მსახიობობაზე არ ვფიქრობდი. დედაჩემის დამსახურებაა, რომ ლექსებს მიკითხავდა და მასწავლიდა, მერე მე მაკითხებდა. აღმოჩნდა, რომ შემიძლია ლექსის წაკითხვა და სკოლის საღამოებზე გამოსვლას მავალებდნენ. მეზარებოდა, მაგრამ დედა მაძალებდა, შემდეგ კი, ყოველი გამოსვლის მერე ხუმრობდა, - ხომ გსიამოვნებს, ტაშს რომ გიკრავენო? გავისუსებოდი ხოლმე, ნამდვილად მსიამოვნებდა", - ამბობს მსახიობი მარინა კახიანი, რომელსაც სტუდენტობის დროს ყმაწვილები ლექსებს უძღვნიდნენ. მოგვიანებით უკვე როგორც არტისტს, თაყვანისმცემლები ანებივრებდნენ ლექსებით და მათშორის, ქალბატონებიც იყვნენ. ერთი ლექსი გიზო ნიშნიანიძემ მიუძღვნა და თავის წიგნში შეიტანა.

"ჩემი სახელი არ მომწონდა..."

- ბავშვობაში ჩემი სახელი არ მომწონდა და ხათუნა დავირქვი. ახლა მარინა ყველა სახელს მირჩევნია, მაგრამ მაშინ რატომღაც ვღიზიანდებოდი. დედაჩემი ხათუნას მეძახდა, ბებია - მარინას და არ ვპასუხობდი ხოლმე, სანამ ხათუნას არ დამიძახებდა. ასეთი უცნაური აჩემება მქონდა. მამაჩემმა სიმღერა "ხათუ-მარი" მომიძღვნა (კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ), იავნანას სტილში, ძალიან ლამაზი მელოდია დამიწერა.

მოგზაურობა თეატრალური მინიშნებებით- ერთ-ერთი რამ, რაც უზომოდ მიყვარს, ეს არის მოგზაურობა. შემიძლია ვთქვა, რომ ავადმყოფი ვარ მოგზაურობის. ზაფხულში თურქეთში, ეგეოსის ზღვაზე ვისვენებ. შარშან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული წელი მქონდა, მაისის ბოლოს რუსთაველის თეატრიდან 2 კვირით თავისუფალი ვიყავი, რადგან მოსკოვის თეატრი ჩამოდიოდა გასტროლებზე, გადაღებებიდანაც ვითხოვე ორი კვირით გათავისუფლება და მეგობრების მიწვევით, ოსლოში აღმოვჩნდით მე და ჩემი მეგობარი. იქ პირველად მოვხვდი. ყველანაირი გაგებით ცივ ქვეყანაში თბილი ადამიანები ცხოვრობენ. ოსლოს გარდა, მანქანით მოვიარეთ შვედეთის ნაწილი, ვიყავით გეტებორგში, 2 დღე კოპენჰაგენში... ასე რომ, მეგობრების დახმარებით მშვენიერი ტური გამოგვივიდა. ოსლოში თუ შემთხვევით აღმოვჩნდი, მერე უკვე დაგეგმილად, დიდი ხნის ოცნება ავისრულე და რომში ჩავედით. იტალიაში გასტროლებზე ვყოფილვარ, მაგრამ რომში - არა. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

როცა მსახიობი თეატრში ინტენსიურად მოღვაწეობს, წინასწარ ვერაფერს გეგმავს. წელს მოულოდნელად, ერთი კვირით ათენში აღმოვჩნდით. მერე დავგეგმეთ და წავედით კუნძულზე ეგინა, სადაც არის პატარა ქალაქი აგია მარინა (წმინდა მარინა) და იქ ვისვენებდით. ჩვენი პაწია სასტუმროს გვერდით, რომლის კიბეც პირდაპირ ზღვაში ჩადიოდა, სასტუმრო "არგო" იყო (იცინის). "არგოს" წინ გადაღებული ფოტო გავუგზავნე მეგობრებს და ამაზე ბევრი იხალისეს... "მედეას" გასტროლებით ათენში დაახლოებით ათი წლის წინ ვიყავი. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო იქ მცხოვრები ქართველების ემოციები. მათთვის სპექტაკლს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ისინი მხვდებოდნენ სიყვარულით, პატივისცემით, საჩუქრებით, ბევრი მათგანი ტიროდა. საბერძნეთში ოთხჯერ ვარ ნამყოფი. ჯერ კიდევ 1988 წელს, რუსთაველის თეატრმა გასტროლზე "რიჩარდ III" და "მეფე ლირი" იმ საოცარ თეატრში წარმოადგინა, რომელიც აკროპოლისის ფერხთით არის. და აი, წლების შემდეგ საბერძნეთში გავიხსენე ის დრო, როცა იქ "მეფე ლირს" ვთამაშობდით. ძალიან მინდოდა თეატრში შევსულიყავი და მაშინდელი შეგრძნებები განმეახლებინა, როცა ამ ლეგენდარულ სცენაზე, ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, პატარა გოგონა კორდელიას როლს ვასრულებდი, მაგრამ იმ დღეებში ათენში არც სპექტაკლი და არც სხვა რაიმე ღონისძიება არ ტარდებოდა, ამიტომ თეატრში ვერ მოვხვდი.

გია მატარაძე...

- დიდი დრო გავიდა ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან და გია ჩემთვის, დღემდე განსაკუთრებულ და საოცარ მამაკაცად რჩება. განათლებული და იუმორის მქონე, კარგი ადამიანი იყო. უამრავ სიურპრიზს მიწყობდა არა მარტო დაბადების დღეებზე, სხვა დროსაც მანებივრებდა. ჩემი წინაპრები სვანეთიდან არიან, მაგრამ სამწუხაროდ, მამა და ბაბუა სვანეთში არ იყვნენ ნამყოფები, არც მე ვყოფილვარ მანამდე: ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღეს, გიამ სიურპრიზი მომიწყო (იღიმის). ვითომ გადაღებისთვის ადგილის შესარჩევად, მესტიაში წავედით რამდენიმე ადამიანი და დაბადების დღე იქ გადამიხადა. წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება