ემბარგო საქართველოს შეიარაღების წინააღმდეგ: მითი თუ რეალობა?

ემბარგო საქართველოს შეიარაღების წინააღმდეგ: მითი თუ რეალობა?

eurasianet.org

ქართველი ჩინოვნიკები ჩივიან, რომ ისინი აშშ-ს მხრიდან „შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს“ ექვემდებარებიან და 2008 წლის რუსეთთან ომის შემდეგ მათი გადაიარაღება იბლოკება. Jane’s Defence Weekly-ში (პუბლიკაცია ინტერნეტით მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა ხელმისაწვდომი) გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია რომ საქართველო, რომელსაც იმედი აქვს რომ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებას და საკომუნიკაციო აღჭურვილობას გააუმჯობესებს, აშშ-ს მხრიდან იბლოკება.

„თუმცა, თბილისში ბაზირებული ნატო-ს და აშშ-ს პერსონალის თანახმად, არც ერთი ამ სისტემის შეძენაზე ქართველებს ხელი არ მიუწვდებათ. ეს ინფორმაცია კომპანია Eurosatory-ის ამერიკელმა და ისრაელელმა წამომადგენლებმაც დაადასტურეს.

შეიარაღების გამოფენაზე საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საკომუნიკაციო აღჭურვილობის წამყვან ამერიკულ კომპანიაში მუშაობს, Jane’s-ს განუცხადა – „ამ კომპანიისთვის წლების განმავლობაში ვმუშაობ და ყველა მათი პროდუქციის, მთელი მათი ტექნოლოგიის შესახებ ვიცი და მაინც როდესაც ჩვენ ახალი ევროპული ოფისი გავხსენით, მე იმის უფლებაც კი არ მომცეს გახსნას დავსწრებოდი ან მენახა ის რაც შიგნით იყო ყველაფერი კი ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო ხდება, რომელიც ჩემი ქვეყნისთვის შეიარაღების მიყიდვის გაგრძელების წინააღმდეგია.

„ვერავის გაუგია რა მიზანს ისახავს აშშ-ს მთავრობა, რომელიც ამ გაყიდვებს ბლოკავს. რადიოები და რადარები შეტევითი შეიარაღება არ არის“ – ამბობს თბილისში ბაზირებული კონტრაქტორი, რომლის კომპანიაც საქართველოს არმიის ნატო-ს სტანდარტებით მომზადებაშია ჩართული. „ქართველებმა რუსეთთან კონფლიქტის დროს ასევე დაკარგეს მათი საჰაერო-თავდაცვითი რადარები და ახლა მათი ჩანაცვლების საშუალება არა აქვთ – მათ არც რაკეტების „დედამიწა-ჰაერის“ შევსება შეუძლიათ, რომლითაც ისინი რუსეთის ავიაციას იგერიებდნენ“.

სხვა ქართველი ჩინოვნიკები სიტუაციით იმედგაცრუებულები არიან და აცხადებენ – „აშშ ჩვენთვის ფუჭი საბრძოლო მასალის მიყიდვასაც კი კრძალავს, რომლებიც წრვთნების დროს გამოიყენება, როგორც სჩანს რუსეთთან „გადატვირთვის“ ღილაკზე ხელის დაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შეიარაღებული ძალები“.

მართლაც მოქმედებს თუ არა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ? რეალურად არა. ცოტა ხნის წინ EurasiaNet-ში გამოქვეყნებული მასალის თანახმად, საქართველოს შეიარაღების შეძენის მხრივ პრობლემები გააჩნია, თუმცა აშშ-ს პოლიტიკასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს.

ევრაზიის თავდაცვის ექსპერტის კოლ ჯონ ჩიკის თქით, პრობლემა ის არის რომ აშშ-ს აღჭურვილობა ძალიან ძვირია და ტექნოლოგიურად იმაზე ბევრად განვითარებული ვიდრე ეს საქართველოს სჭირდება. საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის რუსული აღჭურვილობა უფრო ადეკვატურია, მაგრამ ის ქვეყნები რომლებსაც ამ აღჭურვილობით მომარაგების შესაძლებლობა აქვთ, დიდწილად აღმოსავლეთ-ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია, რომლებიც რუსულ ზეწოლას უფრო ექვემდებარებიან.

„არ ვიცი მოქმედებს თუ არა ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ამას თავად ქართველები ამტკიცებენ, მაგრამ თუკი ისინი შეეცდებიან თავდაცვითი შეიარაღების შეძენას (საჰაერო თავდაცვის, ტანკსაწინააღმდეგო და მსგავსი აღჭურვილობა), ხოლო მიმწოდებელი ქვეყნები გადაწყვეტენ, რომ მათ ეს არ მიყიდონ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, თუკი ისინი თავდაცვას ვერ შესძლებენ?“ – კითხულობს ჩიკი.

შეიარაღებით ვაჭრობაზე კონტროლის ორგანიზაცია SIPRI-ს ინფორმაციით საქართველომ ახლახანს გარკვეული შეიარაღება შეიძინა: თურქეთისგან 70 Ejder-ის ჯავშანმანქანა და 32 ტანკი უკრაინისგან, 20 T-72 და 12 T-84.

ასე რომ პრობლემა ის არის, რომ აშშ არ აძლევს საქართველოს არანაირ შეიარაღებას. ახლა თქვენ შეგიძლიათ ამტკიცოთ, რომ აშშ უფრო მონდომებული უნდა იყოს იმაში, რომ საქართველომ შესძლოს გადაიარაღება, მაგრამ ამას და ემბარგოს შორის დიდი სხვაობაა.

ჯოშუა კუცერა

ForeignPress

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე