ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და გამორჩეულად ემზადებიან. „ყველა ცდილობს ჯადოსნური ახალი წელი მოიწყოს და მას მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში სასიამოვნოდ შეხვდეს. სახლში, მთაში, ბარსა თუ ცაში, ეს დღე ერთნაირად მიმზიდველია ყველგან, სადაც არ უნდა იყო.
მალე 2019 წელიც დადგება და რადგანაც ახალი წელი ყოველთვის სიხარულის, სიყვარულის და ბედნიერების მომტანთან ასოცირდება, „ოტიუმმა“ გადაწყვიტა ჩამოიყვანოს ყველასათვის საყვარელი ამერიკელი მომღერალი,- მარკ ევანსი.

„ ბევრი ვიფიქრეთ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ადამიანი, რომელიც დაუვიწყარ საღამოს აჩუქებდა „ოტიუმის“ საღამოს და გადავწყვიტეთ, რომ ეს მარკ ეივონ ევანსი უნდა ყოფილიყო. როგორც თვითონ ამბობს ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს, ხოლო იმ ადამიანისთვის, რომელიც საკუთარი ჩაცმულობით საახალწლო განწყობას შექმნის, სპეციალური საჩუქარი ექნება.
„საღამოს ირინკა ხომასურიძე წაიყვანს, რომელიც სხვადასხვა პრიზებს გაათამაშებს, თუმცა საახალწლო წვეულება ამით არ სრულდება - შუაღამის დადგომისთანავე DJ Gramophonedzie თქვენი საახალწლო განწყობის ასამაღლებლად იზრუნებს და შემოგვთავაზებს ისეთ ჰიტებს, როგორიცაა Why Don’t You და სხვა „ - გვეუბნება მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი.
ახალ წელს სურვილები ხდება, „ოტიუმმა“ კი სწორედ ამ ფორმით გადაწყვიტა 2019 წელი თავიდანვე გრანდიოზულ და დაუვიწყარ წელიწადად ექცია.
დეტალური ინფორმაციისათვის გადადით ლინკზე.