ავტორი:

ძლიერმა მიწისძვრამ ალასკაზე საავტომობილო გზები დაანგრია - ფოტოები სტიქიური უბედურების ადგილიდან

ძლიერმა მიწისძვრამ ალასკაზე საავტომობილო გზები დაანგრია - ფოტოები სტიქიური უბედურების ადგილიდან

7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ალასკის ქალაქ ანქორიჯს სერიოზული დაზიანებები მიაყენა - თითქმის მთლიანად დაინგრა საავტომობილო გზები, დაზიანდა შენობები, გაითიშა ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქში.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში დაუჯერებელ კადრებს ავრცელებენ, სადაც ასახულია, რა ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას მიწისძვრამ. საბედნიეროდ, სტიქიური უბედურების შედეგად არავინ დაღუპულა, პოლიციაში ინფორმაცია მცირე დაზიანებებზე შევიდა.

ალასკაზე ყოველწლიურად საშუალოდ 40 000-მდე მიწისძვრა ხდება. სამხრეთ ალასკა ყველაზე მაღალი რისკის მქონე რეგიონია. ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში გამოცხადდა სანაპირო რეგიონებში, თუმცა მოგვიანებით განგაში სისტემამ უარყო.

იხილეთ ვიდეო: დაზიანდა საავტომობილო გზები, გაითიშა რამდენიმე სატელევიზიო სადგური, ამოქმედდა ცუნამის სიგნალიც - მიწისძვრის გამო ალასკაზე საგანგებო მდგომარეობაა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"