ავტორი:

"ისინი ჰგავდნენ ბანდას... ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცემა-ტყე­პა" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი თავდასხმასთან დაკავშირებით

"ისინი ჰგავდნენ ბანდას... ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცემა-ტყე­პა" - რას ყვება თაკო ჩარკვიანი თავდასხმასთან დაკავშირებით

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მასსა და მის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"შვილს ვაცილებდით ქუთაისის აეროპორტიდან, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი მოვიდა და არჩევნებში წაგება მომილოცა, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ... ისინი ჰგავდნენ ბანდას. მე პირველად შემეშინდა, რადგან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ვინმეს შეეძლო ჩემი და ჩემი მეუღლის ფიზიკური განადგურება.

ეს იყო ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა, ოთხი ადამიანი თავს დაესხა ერთ ადამიანს, ისინი არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. ხუთკაციანი დაჯგუფებიდან მხოლოდ ერთი ცდილობდა ადამიანობა შეენარჩუნებინა და ცემაში არ მონაწილეობდა. ორი პოლიციელი იდგა იქ და არც ერთი პოლიციელი არ გაინძრა, ჩვენ ახლა ვაპირებთ ამოვიღოთ ვიდეო კადრები, მერე რომ არ თქვან, ჩანაწერები არ ყოფილაო" - ამბობს ჩარკვიანი და დასძენს, რომ მოითხოვს აეროპორტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღებას.

ამ დროისთვის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გაავრცელა.

შს სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ფაქტზე 4 პირი დააკავა. უწყების ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ჯონი გიგანს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ. თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა გიგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: "მეორე უკნიდან მიეპარა, დიდი ხანია მსგავსი არაფერი მინახავს, ეს იყო ბანდა" - რას ჰყვება თაკო ჩარკვიანი ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმაზე

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს