ავტორი:

"მალე დაასრულე სეხნიავ ჩემი წიგნიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ნიკა რურუას მეგობრები "ფეისბუქზე" იხსენებენ

"მალე დაასრულე სეხნიავ ჩემი წიგნიო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვები" - ნიკა რურუას მეგობრები "ფეისბუქზე" იხსენებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ნიკა რურუა 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება. რურუა გარდაცვლილი საკუთარ სახლში, დედამ იპოვა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

რურუას "ფეისბუქზე" მეგობრები იხსენებენ:

დავით საყვარელიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: მაგარი ძმა დავკარგეთ... სიტყვები ზედმეტია. ყოველთვის იცოდა სად იყო სწორი გზა. ძალიან მტკივა გული. დაგვაკლდები ძმობილო...

კახა ლომაია, განათლების ყოფილი მინისტრი: ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი ხელახლა შექმნა... A man who reinvented himself. ამერიკაში ასე იტყვიან ხოლმე ადამიანზე, რომელმაც შეძლო შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი და თავი დაემკვიდრებინა, როგორც ახალ პიროვნებას. კაცმა რომ თქვას, ამერიკა სწორედ ასეთმა ადამიანებმა შექმნეს. ვინც გამოექცა ძველი კონტინენტის მითებს, ტრადიციებს, არტახებს, სტერეოტიპებს, დინასტიებს, საკუთარ ბიოგრაფიებს, ნულიდან დაიწყო ახალი ცხოვრება და ააშენა ახალი ქვეყანა. საქართველოს ჩათვლით, მთელი მსოფლიოს იმედი რომაა, ისეთი ქვეყანა. საქართველო ასეთი ქვეყანა არასოდეს ყოფილა. აქ მითები და ტრადიციები მეფობენ. აქ სიახლის ეშინიათ, როგორც სიკვდილის და მკვდრები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე ცოცხლები. ნიკა რურუამ ეს შეძლო. ძალიან ცოტა ვინმეს ვიცნობ, ვინც ეს საქართველოში შეძლო. იმისთვის, რომ გაიაზროთ, რა დაკარგა საქართველომ, კიდევ ერთხელ ესტუმრეთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს, გადაიკითხეთ ბრწყინვალე თარგმანების სერია „ქართველი ოფიცრის ბიბლიოთეკა“ და მოუსმინეთ ბექა გოჩიაშვილს.

დავით პაიჭაძე, ჟურნალისტი: ძალიან დამაკლდება. სიმტკიცე, გონიერება, შეუპოვრობა, სიმშვიდე, იუმორი... ალბათ, ჯობია, ემოციები საჯაროდ გარეთ გამოიტანო, სხვას დააყარო თავზე, გათავისუფლდე, თუნდაც სახე დაკარგო ამ დროს. ნიკა რურუას ეს არასოდეს გაუკეთებია. თვითონ ბევრს გაუძლებდა, გულმა ვერ გაუძლო. მშვიდობით.

დავით კიკალიშვილი, ჟურნალისტი: ვაჟკაცი და განათლებული ადამიანი დავკარგეთ. ნიკა რურუა.უფალმა შეუნდოს და გაანათლოს მისი სული.

ნინო სურგულაძე, მეცო-სოპრანო: R. I. P. Nika ruriua.... ძალიან ვწუხვარ... სიტყვები ზედმეტია... დიდი დანაკარგი.

გიორგი კანდელაკი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი: ბოლოს რომ ვნახე საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ აშშ კონგრესის 1954 წლის ანგარიშის და პარიზში 1951 წელს გამოცემული დოკუმენტების კრებულის Georgian Question Before the Free World ჩვენი სახსრებით გამოცემაზე შევთანხმდით

მამუკა გამყრელიძე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი: ნიკა რურუა აღარ გვყავს. აღარ გვყავს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მათ ვისთვისაც ქართული სახელმწიფო არის ცხოვრების კრედო და მიზანი !წავიდა ადამიანი, რომელსაც სრულიად უანგაროდ, თავდადებულად უყვარდა სამშობლო და მზად იყო მისთვის, ნებისმიერ წუთს თავი გაეწირა. აკი გაწირა კიდეც. ინტრავერტი ადამიანი იყო. საკუთარ გულში ატარებდა ყველა დარდს და არავის უჩვენებდა სისუსტეს. ამ გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენ დატვირთვას.წავიდა მაშინ, როცა მართლა ყველაზე საჭირო იყო. მაშინ, როცა გაიარა ცხოვრების ყველანაირი გამოცდა და ახლა, ჯერ კიდევ ახალგაზრდული შემართებით სავსე და ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული, მზად იყო ემსახურა ქვეყნისთვის ყველგან სადაც ის იქნებოდა საჭირო. საშინლად გვატკინე გული ყველას, ჩემო მაგარო კაცო ! მაგარო, ვაჟკაცო და იმედიანო!

შოთა დიღმელაშვილი: ნიკა რურუას ბევრი დამსახურება ჰქონდა ქართული ლიტერატურის, კულტურის და მაშასადამე ქვეყნის წინაშე. ვიზიარებ მწუხარებას და ვუსამძიმრებ ოჯახსა და ახლობლებს.

ნიკო მიქაია: ადამიანი, რომელთან ცოტა ხნით ლაპარაკიც კი ძალიან ბევრ რამეს გასწავლიდა! განუსაზღვრელი ინტელექტი, სასწაულად ნიჭიერი და უდიდესი ცოდნის პატრონი წავიდა! "მოვა დრო და აუცილებლად დავბეჭდავთ შენს წიგნს! მალე დაასრულე სეხნიავ"-ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მითხრა! უფროსი მეგობარი წავიდა! მიხარია და მეამაყება, რომ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გვქონდა შესაძლებლობა გვემეგობრა ნიკა! მშვიდად განისვენე

გია როინიშვილი, მსახიობი: ნიკა რურუა. არც ვიცი რა ვთქვა....

სოფო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე: პატარა შავი ბლოკნოტი, რომელიც სულ თან ქონდა. ქაქუცას ფოტო, ყოველთვის იქ, სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობდა. სხვადასხვა ფერის წინდები. ბევრი კომპაქტ-დისკი. "ამერიკის დამფუძნებელი მამები", კოლტრეინის "Chasing trane", "როლინგ სთოუნზი" და "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა". როცა შენს მეხსიერებაში რჩება...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ