ავტორი:

პრეზიდენტის სიძემ და მასთან ერთად დაკავებულმა, ბინიდან პისტოლეტები გადმოყარეს - შსს განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის სიძემ და მასთან ერთად დაკავებულმა, ბინიდან პისტოლეტები გადმოყარეს - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის და კიდევ ერთი პირის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს, გოგოჭურმა და მასთან ერთად დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, პოლიციის გამოჩენისას საცხოვრებელი ბინიდან იარაღი გადაყარეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისი პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინელობის ფაქტებზე, 1989 წელს დაბადებული მ.გ. და 1994 წელს დაბადებული, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ძებნილი გ.რ. დააკავეს.

ნახეთ ვიდეო : პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური ისევ დააკავეს - შსს სპეცოპერაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი 2 პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გ.რ. გადაყვანილ იქნა პენიტენციურ დაწესებულებაში, მ.გ. კი დროებითი მოთავსების იზოლატორში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საცხოვრებელი ბინა ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც პრეზიდენტის სიძე დააკავეს, მინდია გოგოჭურს ნაქირავები ჰქონდა. როგორც ჟურნალისტებს ბინის მეპატრონემ განუცხადა, მისი საცხოვრებელი ბინა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა დაახლოებით ერთი თვის წინ იქირავა. არაფერი საეჭვო წყვილს არ ეტყობოდა“, - განაცხადა ბინის მეპატრონემ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს