საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის - რა წერია აგვისტოს ომზე ახალ სახელმძღვანელოში, რომლის სწავლება იანვრიდან დაიწყება

18:20 / 06-12-2018

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუკ­რი გე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს თუ რა წე­რია "თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის" სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტში 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტში პირ­და­პირ წე­რია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან მოხ­და სამ­ხედ­რო აგ­რე­სია, რა­საც მოჰ­ყვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია. მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტში ომი გან­მარ­ტე­ბუ­ლია რო­გორც სამ­ხედ­რო საფრ­თხე, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ომმა. მას­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ეყ­რდნო­ბა ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებს - საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენტს და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცი­ას. რო­გორც გე­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ბავ­შვებ­თან სა­უ­ბა­რი აზრს იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი.

"2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტში ნახ­სე­ნე­ბია ისე, რო­გორც ერთ-ერთი სამ­ხედ­რო საფრ­თხე. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია საფრ­თხე­ე­ბი, რო­გო­რიც არის სამ­ხედ­რო საფრ­თხე­ე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვი საფრ­თხე­ე­ბი და ა.შ. ანუ საფრ­თხე­ე­ბი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და ამ საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დებს საფრ­თხე­ე­ბის შე­ფა­სე­ბის დო­კუ­მენ­ტი, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია, სა­დაც ეს საფრ­თხე­ე­ბი არის გან­მარ­ტე­ბუ­ლი დე­ტა­ლუ­რად. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტში, საფრ­თხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ ოფი­ცი­ა­ლურ წყა­რო­ებს ეფუძ­ნე­ბა. ამ სამ­ხედ­რო საფრ­თხე­ე­ბი­დან ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად არის მოყ­ვა­ნი­ლი 2008 წლის ომი.

ანა­ლო­გი­უ­რად არის ნახ­სე­ნე­ბი ყა­რა­ბა­ღის ომი, სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტი, ანუ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში სა­უ­ბა­რია არა კონ­კრე­ტულ სუ­ბი­ექ­ტებ­ზე, ვინ მარ­თა­ლია და ვინ მტყუ­ა­ნი, არა­მედ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ სამ­ხედ­რო საფრ­თხე არის ომი და არის მოყ­ვა­ნი­ლი ამის კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომს სხვა კონ­ფლიქ­ტებ­თან შე­და­რე­ბით მეტი დრო აქვს დათ­მო­ბი­ლი. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტში პირ­და­პირ წე­რია, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან მოხ­და სამ­ხედ­რო აგ­რე­სია, რა­საც მოჰ­ყვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცია. პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­და­ტა­ნი­ლი კი­თხვე­ბის თე­მა­ტი­კას ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არ ეხე­ბა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ეს თემა არის გაშ­ლი­ლი იმ კუ­თხით, რომ ახალ­გაზ­რდას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია თუ რა პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ომმა. ამა­ზე უფრო ღიად, პო­ლი­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით ბავ­შვებ­თან სა­უ­ბა­რი აზრს იქ­ნე­ბა მოკ­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში ასე­ვე ცალ­კე თავი აქვს დათ­მო­ბი­ლი თავ­დაც­ვის სის­ტე­მებს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­საძ­ლებ­ლე­ბებს, ჩვენს მი­სი­ებ­ზე, წვრთნებ­ზე, სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვა­ზე, თვით­გა­დარ­ჩე­ნა­სა და ა.შ. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო არის 240-გვერ­დი­ა­ნი, ხოლო სამ­ხედ­რო საფრ­თხე­ებს დათ­მო­ბი­ლი აქვს 3-4 გვერ­დი.

"ეს არის საქ­ვეყ­ნო საქ­მე, კარ­გი საქ­მე, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზე. თუმ­ცა, შე­მო­ატ­რი­ა­ლეს ისეთ კონ­ტექ­სტში, რაც გულ­და­სა­წყვე­ტია. ექ­სპერ­ტე­ბი აფა­სებ­დნენ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც თვა­ლით არ უნა­ხავთ. მსგავ­სი ტი­პის სა­გა­ნი დღე­საც ის­წავ­ლე­ბა სკო­ლა­ში. სა­კი­თხი იმგვა­რად დგას, რომ წიგ­ნი, რო­მე­ლიც იყო და­წე­რი­ლი და რომ­ლი­თაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სწავ­ლე­ბა, არის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბას აღარ ასა­ხავს. თან ეს წიგ­ნი ის­წავ­ლე­ბა მე-12 კლას­ში. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და უფრო სხვა საგ­ნებ­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი. ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი იყო რამ­დე­ნი­მე: რაც შე­იძ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ზე და თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­ზე ახალ­გაზ­რდებს, რათა კი­დევ უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დეს თავ­დაც­ვის სფე­რო ახალ­გაზ­რდებ­ში, ამაღ­ლდეს მათი ცნო­ბი­ე­რე­ბა და პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა.

ჩვე­ნი მო­საზ­რე­ბაა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის გავ­ლა მე-12 კლა­სის ნაც­ვლად მოხ­დეს მე-10 კლას­ში, რო­დე­საც უფრო ბევ­რი დრო აქვთ სხვა საგ­ნე­ბის შე­სას­წავ­ლად, ვიდ­რე აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის დროს. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ პრო­ექტს "ჩვე­ნი ჯარი", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სკო­ლა­ში არის მოს­წავ­ლე­ებ­თან ჯა­რის­კა­ცე­ბის ერ­თსა­ა­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და ვუხ­სნით თუ რას წარ­მო­ად­გენს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, რა მი­სი­ე­ბი აქვს და ა.შ. წინა ეტაპ­ზე ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 15 000 მოს­წავ­ლეს შევ­ხვდით. ყვე­ლაფ­რის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ დიდი ინ­ტე­რე­სია ახალ­გაზ­რდებ­ში ასე­თი სა­კი­თხე­ბის მი­მართ. გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად მი­ვე­დით იქამ­დე, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი სა­პი­ლო­ტე დო­ნე­ზე გვე­ცა­და. სა­განს სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი წყა­რო­ე­ბი, რი­თაც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს. ჩვე­ნი დოქ­ტრი­ნე­ბის ცენ­ტრი, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით, შე­იკ­რი­ბა და და­ი­წყო ელექტრო­ნულ წყა­როს შე­მუ­შა­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა. გა­კეთ­და დრაფ­ტი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. დრაფ­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, შე­ვე­ცა­დეთ, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ფორ­მა მიგ­ვე­ცა ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის. სწო­რედ ამი­ტომ, ავიყ­ვა­ნეთ გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერ­ტი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან ერ­თად ახ­ლაც მუ­შა­ობს სა­ბო­ლოო ვა­რი­ან­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და გე­ლაშ­ვილ­მა.

სკო­ლებ­ში 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის ის­ტო­რი­ის სწავ­ლე­ბა, მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­დან და­ი­წყე­ბა.

გაზიარება
მკითხველის კომენტარები /2/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი.
0
0
თუ თქვენ სახელმძღვანელოში სწერთ, რომ რუსეთის მხრიდან მოხდა აგრესია, მეტი რა არ უნდა დაგეწერათ. ვფიქრობ უნდა დაგეწერათ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი და რატომ? ომი იმდენად არ ყოფილა, რომ საომარი მდგომარეობა სახელმწიფოში არ გამოცხადებულა. მეორე, ოფიციალურად, ომის დაწყების პირობები და მიზეზი, დამტკიცებული არ არის.
05:11 / 08-12-2018
გამოხმაურება //
სოსო
15
0
საბჭოთა კავშირი შესაძლოა ოდიოზური სახელმწიფო იყო,მაგრამ მაშინდელი გამოცდილებიდან ბევრი რამის გადაღება შეიძლება და მათ შორის დაწყებითი სამხედრო მომზადებისაც.აქ ყველა მოსწავლე რაღაც ელემენტარულ საბაზისო ცოდნას იღებდა სამოქალაქო თავდაცვის და იარაღთან მოპყრობის სფეროში.ასევე ხდებოდა პატრიოტული აღზრდა და სამხედრო წესდების საფუძვლების შესწავლაც.ისწავლებოდა იარაღის მოწყობილობა და დაშლა აწყობაც,რაც შემდეგ,საჭიროების შემთხვევაში, ძალიან დააჩქარებს კადრის ჯარისკაცის მომზადებას და სკოლაში დახარჯული კაპიკები,ჯარისკაცის მომზადების დროს,მილიონებს დაზოგავს.იარაღთან მოპყრობის ცოდნა კი, უამრავ უბედურ შემთხვევას აგვაცილებს თავიდან.
19:07 / 06-12-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
20:11 / 17-02-2019
"ბორჯღალოსნებმა" ესპანეთი ანგარიშით 22:10 დაამარცხეს
17:14 / 17-02-2019
მერია ე. წ ხრუშოვკების ჩანაცვლების პროექტს ცვლის - რას სთავაზობს თბილისის ხელისუფლება ბიზნესს
15:55 / 17-02-2019
როდიდან გამოიდარებს და დათბება საქართველოში
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია