ავტორი:

"საღამო რომანტიულ ცეკვაში გავატარეთ, არც სექსი გვქონია და არც მეტი შეხვედრა..." - ვის უგზავნის წერილებს 25 წელია ირაკლი კაკაბაძე

"საღამო რომანტიულ ცეკვაში გავატარეთ, არც სექსი გვქონია და არც მეტი შეხვედრა..." - ვის უგზავნის წერილებს 25 წელია ირაკლი კაკაბაძე

ვინ არის მისი ლივინგსტონი და რატომ უგზავნის მას უკვე წლებია წერილებს მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე. ამის შესახებ მწერალი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და 1994 წელს გაცნობილი გოგონასთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილსაც აქვეყნებს:

"მისი ლივინგსტონი ერთი ტექსასელი გოგოა, რომელიც ვაშინგტონში ერთ-ერთ წვეულებაზე გავიცანი 1994 წლის შემოდგომაზე. ერთი ჩემი ახლობლის ქორწილი იყო და ხალხი ცეკვავდა. მე 25 წლის ვიყავი და ის დაახლოებით 20-ის. ძალიან მიმზიდველი გოგო იყო და მთელი ის საღამო საოცრად რომანტიულ ცეკვაში გავატარეთ. და საუბარში. ერთმანეთს თითქოს ვეალერსებოდით - თუმცა არც სექსი გვქონია და არც მეტი შეხვედრა საერთოდ, მეორე დღეს ის ტექსასში გაფრინდა და მე ვაშინგტონში დავრჩი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობის გასაგრძელებლად.

უცნაური იყო, რომ ეს ერთი საღამოს შეხვედრა თავიდან ვერაფრით ამოვიგდე და მასზე ხშირად ვფიქრობდი. და ამ შეხვედრიდან დაახლოებით წელიწადნახევარში - ჰოი, საოცრებავ. ფოსტაში აღმოვაჩინე მის მიერ გამოგზავნილი ხელნაწერი წერილი, სადაც ის თავის ცხოვრებაზე და ხელოვნებაზე მწერდა, რომელზეც ჩვენ მთელი საღამო ვსაუბრობდით, მაშინ როდესაც ერთმანეთს ვეალერსებოდით. ის ტექსასში გათხოვდა და ჩვენ მხოლოდ ერთი საღამოს - და არა ღამის - რომანტიულ მეგობრებად დავრჩით მთელი ცხოვრებით. რამოდენიმე წერილი გავცვალეთ. მერე კი - მეც გადავედი სხვაგან საცხოვრებლად და მანაც შეიცვალა მისამართი. ერთმანეთი თითქოს დავკარგეთ - მაგრამ, მე გავაგრძელე მისთვის წერილების მიწერა და ეს გახდა ჩემი მხატვრული შემოქმედების ნაწილი. მისი ფოტო-სურათიც კი არასდროს მქონია. მქონდა მხოლოდ გრძნობა და იდეა მის შესახებ.

ახლა ის თითქოს ინტუიტურად მპასუხობს - საიდანღაც - არც ის ვიცი, სად ცხოვრობს და იმედი მაქვს, რომ კარგად არის და ჯანმრთელია. დაახლოებით 20 წელია არანაირი ინფორმაცია მის შესახებ არ მაქვს. ეს წერილიც უკვე ქართულად მივწერე და მე მჯერა, რომ ის იღებს ამ წერილებს. ის სად აგზავნის თავის წერილებს, აღარ ვიცი დიდი ხანია. მაგრამ, რაც მთავარია მისი ნააზრევი მომდის. ადამიანებს შორის სიყვარულის ყველა ნაირსახეობას საოცარი ძალა აქვს - ის მატერიას სცდება ყოველთვის. სიყვარული მისტიურია და ამავე დროს საოცრად რაციონალურიც. სწორედ ამიტომაა რომ ვერ ვარ მატერიალისტი - და ამას არც ვნანობ".

წერილი მისი ლივინგსტონს:

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს