ავტორი:

ქართველები კიევის "გასტროლიორების ბანდაში" - დაკავებულები მანქანებს საცობში ძარცვავდნენ

ქართველები კიევის "გასტროლიორების ბანდაში" - დაკავებულები მანქანებს საცობში ძარცვავდნენ

კიევის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია შეიარაღებული ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ოდესასა და კიევში ავტომანქანებს ძარცვავდნენ.

კიევის პროკურატურა "გასტროლიორ ბანდად" მოიხსენიებს დამნაშავეებს, რომელთა შორისაც უკრაინის და საქართველოს ოთხი მოქალაქე არიან. დაკავებულები არიან 1976, 1983, 1985 და 1989 წელს დაბადებული პირები.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები დღის საათებში ყველას თვალწინ სჩადიოდნენ დანაშაულს. "მაგალითად, ადამიანი მანქანით საცობში დგას, დღისით მზისით, უამრავი თვითმხილველია ირგვლივ - ბრალდებულები ამტვრევენ მანქანის მინას, იტაცებენ ფულს თუ ძვირფას ნივთებს და გარბიან. ეს ყველაფერი 20 წამში ხდებოდა" - განაცხადეს კიევის პროკურატურის პრესსამახურში.

VIDEO: კიევის პროკურატურა დანაშაულის ამსახველ კადრებს ავრცელებს

დამნაშავეებმა ბოლო დანაშაული 6 დეკემბერს ჩაიდინეს, როცა მანქანაში მძღოლს დაესხნენ თავს და გასტაცეს ჩანთა, რომელშიც 15 000 აშშ დოლარი და დოკუმენტები ეწყო.

სპეცოპერაციის შედეგად, ბანდის სამი წევრი ცხელ კვალზე დააკავეს, ერთი გაიქცა, ერთი კი მიმალვაშია. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს და ასაფეთქებელის გამოყენებით იმუქრებოდნენ. აყვანის დროს დაიჭრა ერთ-ერთი ბრალდებული.

დაჯგუფების წევრების საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას ამოიღეს პისტოლეტები, ტყვიები, ვაზნები, ნიღბები, ავტომობილის სანომრე ნიშნები და ა.შ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წელს 6 თავდასხმა მოაწყვეს. დაკავებულებს ბრალი ქურდობაში, ყაჩაღობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

აღნიშნული დაკავების შესახებ ინფორმაციას ფლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყებაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ინფორმაციის გაცვლა უკრაინელ კოლეგებთან.

"ჩემი ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე ინახავს ფოტოაპარატს, რომლითაც იღებდა შაქარაშვილის გაუჩინარების დროს" - რას წერს პოლიციელი პატაკში

"განზრახული ჰქონდა, ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი" - პროკურატურის განცხადება თბილისში მომხდარ ინციდენტზე

შეკვეთილი მკვლელობების ქრონიკა - საქართველოში მოკლული ადამიანების ბურუსით მოცული საქმეები