ავტორი:

"განზრახული ჰქონდა, ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი" - პროკურატურის განცხადება თბილისში მომხდარ ინციდენტზე

"განზრახული ჰქონდა, ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ქალი" - პროკურატურის განცხადება თბილისში მომხდარ ინციდენტზე

პროკურატურამ 24 წლის მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შ.გ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შ.გ.-ს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ს.შ. 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ს.შ. გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა ს.შ-.ს და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ.-ს ადგილზე შეკრებილი ადამიანები დაეხმარნენ. ცეცხლის წაკიდების შედეგად, ს.შ.-მ მიიღო მრავლობითი დამწვრობები და ძლიერი შოკი.სამართალდამცველებმა შ.გ. ცხელ კვალზე, საგარეჯოს რაიონში, სოფ. პატარძეულის მიმდებარე ტერიტორიაზე იმავე დღეს დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შ.გ-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულ შ.გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 წლის გოგონა, რომელსაც თბილისში, ასევე 24 წლის ბიჭმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. გოგონას სხეულის 37%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული და ის დამწვრობის შოკიდან ჯერ გამოსული არ არის. 24 წლის მამაკაცი პოლიციამ მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე საათში დააკავა.

"სოციალური ქსელის ჩანაწერები ამოიღეს, მე მხოლოდ დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი”, - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს 4 საათის განმავლობაში კითხავდნენ

"გაქცევა 2" - მამაკაცი, რომელიც სასამართლოდან გაიპარა, პოლიციას გამოკითხვაზე ყოფნის დროსაც გაექცა

"იქ ვინც ვიყავით, ყველა ფიქრობდა, საკუთარი თავისთვის ეშველა" - DJ კოკოს პირველი კომენტარი შაქარაშვილის გარდაცვალების ტრაგიკული ღამის შესახებ