ავტორი:

ვინ არის ქართველი პედაგოგი გურიიდან, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

ვინ არის ქართველი პედაგოგი გურიიდან, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ვლადიმერ აფხაზავა მსოფლიოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქ-გვერდი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" ავრცელებს.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა", - აღნიშნულია გვერდის განცხადებაში.

ვლადიმერ აფხაზავა სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. აფხაზავა პროგრამის - ”მომავლის თაობა” ერთ-ერთი ბენეფიციარია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში. წლის მასწავლებელი საკუთარ წარმატებას და პროფესიულ კვალიფიკაციას დიდწილად სწორედ ამ პროგრამას უმადლის.

რატომ არის გამორჩეული ვლადიმერ აფხაზავას სწავლების მეთოდი და როგორი მიდგომა აქვს მას მომავალი თაობების აღზრდის საკითხთან, შეგიძლიათ ჩვენი სტატიითან შეიტყოთ: "მომავლის მასწავლებელი" სოფელ ჩიბათის სკოლიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ