ავტორი:

სურათის გადაღება მთხოვეს და ისე როგორ წავიდე თხოვნა არ შევუსრულოო - რას წერს თვითმფრინავის მგზავრი გახარიაზე

სურათის გადაღება მთხოვეს და ისე როგორ წავიდე თხოვნა არ შევუსრულოო - რას წერს თვითმფრინავის მგზავრი გახარიაზე

"ფეისბუქ-მომხმარებელი" ნინო მუსერიძე სოციალურ ქსელში შს მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მისი გადაღების ისტორიას ჰყვება:

"არასოდეს გამოვირჩეოდი პოსტების წერით, მაგრამ არ შემიძლია ამ ფაქტზე არ დავწერო, ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ადამიანით და ახლა უკვე ასმაგად. დაემთხვა ისე, რომ სტამბოლი-თბილისის რეისზე ერთ თვითმფრინავში აღმოვჩნდით. როცა დავინახე, ვანო პირდაპირი მნიშვნელობით ვაიძულე, რომ მისულიყო და სურათის გადაღება ეთხოვა... ვანოს სხვა გზა არ ქონდა და მივიდა თუ შეიძლება, რომ სურათი გადავიღოთ თქვენთანო, პასუხი: ჩავფრინდეთ საქართველოში და გადავიღოთო. ჩამოფრენისას საკმაო მანძილი იყო ჩვენს ადგილებს შორის და რომ დაჯდა თვითმფრინავი, ხალხის ნაკადმა გზა ჩაგვიკეტა და ვერ მოვახერხეთ მალე გამოსვლა, ვჩქარობდით, დავინახეთ გავიდა, გამოვედით ვერ დავინახეთ და ვიფიქრეთ უკვე წასული იყო. ამ დროს ვანოსთან ახალგაზრდა ბიჭი მიდის და თქვენ გინდოდათ სურათი ბატონ გიორგისთანო? წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცებული სახეები. ბატონმა გიორგიმ თქვა სურათის გადაღება მთხოვეს და ისე როგორ წავიდე ეს თხოვნა არ შევუსრულოო. წამობრძანდით გელოდებათო. წავედით შეგვხვდა ღიმილით არ მახსოვს დაბნეულობით, მოვასწარი თუ არა იმის თქმა, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი მისით, გადავიღეთ რამდენიმე სურათი, ძალიან თბილად დაგვემშვიდობა მეუღლესთან ერთად და გამოვედით. ალბათ იმ წუთებში მე ვიყავი ყველაზე დაბნეული და ამაყიც, რომ ჩემთვის სამაგალითო ადამიანი გამოირჩეოდა ესეთი ყურადღებით და რომ ის არის ჩემი, ჩვენი და საქართველოს მინისტრი. ასეთი საქართველოს მომავალი წარმომიდგენია მადლობა კიდევ ერთხელ გიორგი გახარიას".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს