ავტორი:

გაცვლილი წყვილები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და გზავნილი მსოფლიოს - რას იხილავთ დღევანდელ ტურში

გაცვლილი წყვილები "ცეკვავენ ვარსკვლავებში" და გზავნილი მსოფლიოს - რას იხილავთ დღევანდელ ტურში

"ცეკვავენ ვარსკვლავებში" დღეს კონკურსანტები წყვილებს ცვლიან, ტურს ჰქვია "წყვილების გაცვლა". ირინკა კავსაძის მეწყვილე იაკობ ყუფუნია იქნება, გიორგი გილიგაშვილის პარტნიორი ჯულიანა ბარგნარია, რუსკა ქარქაშაძე ოთო ფოლადაშვილთან ერთად იცეკვებს, ამიკო ჩოხარაძე კი - სალომე ჭაჭუასთან. გარდა ამისა, მათ მეორე ცეკვის შესრულებაც მოუწევთ და ეს უკვე "მშვიდობის ტურში".

ამიკო ჩოხარაძე:

- დღეს წყვილებს ვცვლით. ასეთი ტურია, ვნერვიულობდით იმაზე, რომ სხვა პარტნიორს ვერ შევეგუებოდით, თუმცა კარგად შევეწყეთ. ჩვენმა მოლოდინმა არ გაამართლა. კარგი ნომრები გამოგვივიდა. იმედი გვაქვს, რომ მაყურებელი კმაყოფილი დარჩება.

- დათმე ჯულიანა?

- ალბათ უფრო მან დამთმო, ეს ხუმრობით, რეალურად კი ეს ყველაფერი ცოტა ხნითაა, ისევ დაბრუნდება. ჩემი პარტნიორი სალომე ჭაჭუაა. ჯულიანა გიორგი გილიგაშვილთან ერთად იცეკვებს. რუსკა ქარქაშაძესთან ოთო ფოლადაშვილი ცეკვავს, იაკობ ყუფუნიასთან - ირინკა კავსაძე.

მეორე ტური "მშვიდობის ტურია", სადაც ყველანაირი ძალადობის საწინააღმდეგო თემებია. ფაქტობრივად, სხეულის ენით გვიწევს იმ რთული მომენტების გადმოცემა, რასაც ყოველდღიურად ამ მიმართულებით არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით ვხედავთ. ეს არის ადამიანის დაკნინება, რასიზმი, ომი და ა.შ. ეს ყველაფერი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მესიჯია და კარგია, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" ვაგზავნით ჩვენს ამ ხმას, რომ დანარჩენ მსოფლიოს მივაწვდინოთ. ამიტომ ვიყოთ მეგობრულები, მოსიყვარულენი, პოზიტიურები.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ მოცეკვავე ბაშვები, რომლებიც გვეხმარებიან. რატომღაც მგონია, რომ დღევანდელ ტურებს მაყურებლის მხრიდან დიდი გამოხმაურება ექნება. ამაში იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ მონაწილეს თავისებურად განსხვავებული, ძალიან საინტერესო, ლამაზი, ძლიერი ნომერი აქვს. საერთოდაც, ძლიერი კონკურენტები დავრჩით. ამიტომ, "ლაივი" არავინ უნდა გამოტოვოს.

ყველა ჯერზე საკუთარი უნარებით თავადვე ვართ გაოცებულები, თურმე რამდენი შეგვძლებია, როგორი კარგები ვართ და როგორ შეგვიძლია მაყურებელი გავახაროთ, ლამაზი ნომრით ვასიამოვნოთ. ვიმეორებ, დღეს უმაგრესი ლაივია! მჯერა, რომ მას დიდი გამოხმაურება ექნება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ