ავტორი:

მონიკა ბელუჩის 18 წლით უმცროსი შეყვარებულის ვინაობა ცნობილია

მონიკა ბელუჩის 18 წლით უმცროსი შეყვარებულის ვინაობა ცნობილია

54 წლის ვარსკვლავმა მონიკა ბელუჩიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ შეყვარებულია, თუმცა არ უთქვამს, ვინ არის მისი რჩეული. იტალიური მედიის მტკიცებით, ბელუჩის მეგობარი მამაკაცი 36 წლის მხატვარი ნიკოლა ლეფევრია.

წყვილი პარიზში სეირნობისას პაპარაცებმა გადაიღეს, ფოტოები მოგვიანებით ფრანგულმა ტაბლოიდმა Voici დაბეჭდა. მონიკა და ნიკოლა ხელჩაკიდებულები არიან, კოცნიან ერთმანეთს და ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ისინი შეყვარებულები არიან.

მსახიობის ახალგაზრდა რჩეულზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის ცხოვრობს და მუშაობს პარიზში, აქვს საკუთარი სტუდია და ზრდის 6 წლის შვილს, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავს. ლეფევრი არის აფრიკის, ოკეანეთისა და ამაზონიის ხელოვნების სპეციალისტი.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას ბელუჩიმ დაადასტურა, რომ მისი ახალი შეყვარებული სულ სხვა საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა ისეთივე სიხშირით მოგზაურობს, როგორც თავად მსახიობი.

ევროპული ტაბლოიდების ინფორმაციით, ნიკოლა და მონიკა ერთმანეთს გასული წლის ზაფხულში შეხვდნენ და სულ მალე რომანტიკული შეხვედრებიც დაიწყეს.

ბელუჩისთვის ეს პირველი სერიოზული ურთიერთობაა მას შემდეგ, რაც ქმარს, ვენსან კასელს დაშორდა. 52 წლის კასელი 21 წლის თინა კუნაკზეა დაქორწინებული.

"ინტენსიური მეცადინეობა დავიწყე... გემოებით გორდონ რამზისაც კი შევეჯიბრები“ - რა სირთულეები შეხვდა ნატალია ჩხეიძეს "მასტერშეფში“

"ყველაზე სუსტებს იმუნიტეტი აქვთ, ძლიერები კი გადარჩენისთვის იბრძვიან“ - მარიამ კობახიძე "მასტერშეფში“ მონაწილეობის შესახებ

ის მეუღლეზე 16 წლით უმცროსია, თუმცა ამბობს, რომ ხშირად თავი მასზე უფროსიც კი ჰგონია - ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ