ავტორი:

კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა - "ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"

კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა - "ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"

კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც საახალწლო დეკორაციების სანახავად რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ, საჭმლით გაუმასპინძლდა, ამის შესახებ "ფეისბუქზე" ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე წერს.

"თბილისის მერია საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს. მე როცა დრო მაქვს, ვცდილობ, გადავიღო. საღამოს წავედი ჩემი მეგობრის, მზიკო კალანდაძის სანახავად.

რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს. იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა, რაღაცით გაებედნიერებინა ისინი.

ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. კახი ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა.

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს, აბა რა უნდა ექნაო?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ, როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ, არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს.

ვინც მიცნობთ, იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა.

მეგობრობა გადაგვარჩენს, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება. რაც მთავარია, თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა, ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ. ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული? ბევრს აქვს ფული მაგრამ გული? ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი?

ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი. იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით," - წერს ჭელიძე და რესპუბლიკის მოედანზე გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს