ავტორი:

ვიდრე მიშელი დემნას სამოსში ბრწყინავდა, ბარაკ ობამა ბავშვებს საავადმყოფოში სანტას ფორმით ესტუმრა

ვიდრე მიშელი დემნას სამოსში ბრწყინავდა, ბარაკ ობამა ბავშვებს საავადმყოფოში სანტას ფორმით ესტუმრა

ბარაკ ობამა ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნულ საავადმყოფოს ესტუმრა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო დაწესებულებაში სანტა კლაუსის ქუდით და ხურჯინით მივიდა, ასობით ექიმთან, ექთანთან და პატარა პაციენტებთან ერთად კი მხიარულად მღეროდა საშობაო სიმღერებს.

საავადმყოფოს თანამშრომლები და ბავშვები სტუმარს მხიარული შეძახილებითა და ტაშით შეეგებნენ.

„ყველა თქვენგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მომეცა შანსი, გავსაუბრებოდი არაჩვეულებრივ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს. ორი შვილი მყავს და წარმომიდგენია, რა რთულია მშობლებისთვის აქ გატარებული დღეები...

თუმცა ამ სიტუაციაში მათ ჰყავთ ექთნები, ექიმები, ადამიანები, ვინც ბავშვებზე ზრუნავენ, უსმენენ მათ, პატარა პაციენტების ხელები უჭირავთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ობამამ კლინიკაში.

ყოფილმა პრეზიდენტმა პალატებში საჩუქრები დაარიგა - სხვადასხვა სათამაშო, პულტით სამართავი მანქანები, ასაწყობი ფაზლები, ფრჩხილის ლაქები...

ერთმა პატარა გოგონამ კი, რომელსაც ობამა პალატაში ესტუმრა, სიხარულისგან ტირილი ვერ შეიკავა. ყოფილმა პრეზიდენტმა მისთვის ცეკვაც კი შეასრულა, შემდეგ კი ჩაეხუტა.

ვიდრე ბარაკ ობამა სანტას ქუდით ბავშვებს საშობაო სიმღერებს უმღეროდა, მედიის ყურადღების ცენტრში მისი ცოლი, მიშელიც მოექცა, რომელიც საკუთარ წიგნზე სასაუბროდ სარა ჯესიკა პარკერს „ბალენსიაგას“ სამოსით ესტუმრა. ყოფილი პირველი ლედის ბრჭყვიალა, მაღალყელიან ჩექმასა და ყვითელ კაბაზე სოციალურ ქსელებში შეუჩერებლად მსჯელობენ. დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმის ფასი 4 ათასი დოლარია, კაბა კი „ბალენსიაგას“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე