ავტორი:

ჩააგდეთ აპარატში ბოთლი და ძაღლების საკვები ჩამოიყრება - მიუსაფარი ცხოველებისთვის მერიამ ხის სახლიც დადგა

ჩააგდეთ აპარატში ბოთლი და ძაღლების საკვები ჩამოიყრება - მიუსაფარი ცხოველებისთვის მერიამ ხის სახლიც დადგა

მიუსაფარი ძაღლებისთვის თბილისში, სამ ადგილას კვების აპარატები დაიდგა. თბილისის მერის ინფორმაციით, წინადადება პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში შევიდა და განხილვის შემდეგ მერიამ განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.

"აპარატის მოხმარება მარტივია. შეგიძლიათ ჩააგდოთ მასში პლასტმასის ბოთლი და ძაღლისთვის საკვები ჩამოიყრება, ასევე, სასმელი წყალიც. მომავალ წელს, იანვარში, კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება. მომდევნო წლის განმავლობაში კი, დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, კიდევ არაერთი აპარატის განთავსებას ვგეგმავთ.

აპარატები უკვე დავტესტეთ. მიხარია, რომ ასეთი კეთილი საქმე გაკეთდა და მადლობა იდეის ავტორს. ბევრი იდეა მოგვაწოდეთ, ჩვენ კი მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები განვახორციელოთ.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს.

აპარატების დადგმის ინიციატივა პროექტ "შენი იდეა ქალაქის მერს’’, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლებისათვის 10 ხის სახლს დადგამს," - აღნიშნავს კახა კალაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ