ავტორი:

"კონკია" ირინკა კავსაძე და "მეფე ლომად" გადაქცეული ამიკო ჩოხარაძე - ზღაპრული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე

"კონკია" ირინკა კავსაძე და "მეფე ლომად" გადაქცეული ამიკო ჩოხარაძე -  ზღაპრული ამბები "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე

დღეს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ნახევარფინალისტებს ორი ტური უწევთ - "დისნეის" და "მიუზიკლები". კონკურსში სამი ძლიერი მონაწილე (ირინა კავსაძე, ამიკო ჩოხარაძე, რუსკა ქარქაშაძე) დარჩა. თითოეული ღელავს, რადგანაც დღევანდელი ტური განსაზრვრავს, ვინ მოხვდება ფინალში და თითოეული ამისთვის ენერგიას არ ზოგავს.

ამიკო ჩოხარაძე:

- 2 ცეკვა გვიწევს, რისთვისაც მე და ჯული, ჩემი მეწყვილე მაქსიმალურად მოვემზადეთ, რომ თითოეული ნომერი კარგად გამოვიტანოთ, ისე, რომ ჩვენი ნამუშევრები მაყურებელს ესიამოვნოს და ჟიურის მოეწონოს. შესაბამისად, გვჭირდება ხალხის მხარდაჭერა, რადგანაც მხოლოდ მათი მხარდაჭერით გადავალთ შემდეგ ეტაპზე.

რაც შეეხება ჩემს განწყობას, მაქსიმალურად განწყობილი ვარ იმისთვის, რომ ემოციურად და კარგად ვიცეკვო. ფინალში ვინ გადავა, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ, რადგან დიდ დროს ვუთმობ ნომრებს. დანარჩენი, ჩვენს აქტიურ გულშემატკივარზეა დამოკიდებული.

- დღევანდელი ემოციები ჰგავს თუ არა პირველი ცეკვის განწყობას, როდესაც ამ კონკურსს იწყებდი?

- რა თქმა უნდა, პირველს არ ჰგავს. მაშინ აქტიურად და აზარტულად არ ვიყავით ამ პროექტში ჩართულები, უფრო ენთუზიასტები გახლდით, რადგანაც მსგავს პროექტში პირადად მე არ მქონდა მონაწილეობა მიღებული. თუმცა ყოველ "ლაივზე" ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ აზარტი მატულობდა. შესაბამისად, ჩვენც უფრო "გავიზარდეთ", ფიზიკურად უფრო დავსუსტდით, ზედმეტი წონა მოგვაკლდა და უფრო ტანწერწეტები გავხდით, სასურველ ფორმაში ჩავდექით.

მოკლედ, დღეს, როგორც გითხარით, ნახევარფინალზეც მაქსიმუმს გავაკეთებთ - ორივე ტური ძალიან ლამაზი იქნება. გვეცმევა არაჩვეულებრივი კოსტიუმები, იქნება მაგარი შოუ! მაყურებელს მივმართავ, აუცილებლად გადმორთონ "იმედზე" 22:00 საათზე და გვიყურონ, რადგანაც შესანიშნავი სანახაობა ელოდებათ! ამასთან, ყველა მონაწილეს უკარგესი ნომრები აქვს.

"დისნეის" ტური მე ბავშვობას და მაშინდელ ემოციებს მახსენებს, ამიტომ ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია იმის შესარჩევად, რომ მულტფილმი "მეფე ლომი" აგვეღო, რაზეც ვიცეკვებდით. ის ხომ ჩვენი, ყველას ბავშვობის უსაყვრლესი მულტფილმია. ვიმეორებ, დღეს ძალიან მინდა, რომ უმაგრესად ვიცეკვოთ, რომ დარბაზში და ეკრანებთან მოკალათებულ მაყურებელს ის განწყობა დავუტოვოთ, რაც "მეფე ლომის" ნახვისას ჰქონიათ.

ირინკა კავსაძე:

- ჯადოსნური ტური გვაქვს და ასევე - მიუზიკლების. ერთში "კონკიას" ცეკვა გვაქვს მეორეში - მულენ რუჟი. რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობ. შოუ გადამწყვეტ ეტაპზეა, ვინ მოხვდება ფინალში ამაზე ყველას გვეფიქრება, ამიტომ, ვცდილობთ, ისეთი შედეგი დავდოთ, მაყურებელს იმედი არ გავუცრუოთ. მიხარია, რომ კონკურსანტებს ერთმანეთის მიმართ მხარდაჭერა გვაქვს, ძალიან გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს, ეს მართლა მსიამოვნებს იმიტომ, რომ გვიყვარს ერთმანეთი.

საერთოდ, ამ პროექტში ყველა მონაწილე ძალიან შემიყვარდა და თითოეულთან კარგი და თბილი ურთიერთობა მაქვს, თუმცა დავრჩით მე, ამიკო და რუსკა. ორივე უნიჭიერესი ადამიანია, ძალიან მშრომელი. თითოეულმა ყველაფერი ჩადო ამ პროექტში.

- მაყურებელს რას ეტყვი?

- მაყურებელი მთავარი მხარდამჭერია, ამიტომ ახლა მათზეა ყველაფერი დამოკიდებული და ახლა მათი გულშემატკივრობა გვჭირდება, რომ ფინალში გადავიდეთ. არ უნდა მოდუნდნენ, არ დაიზარონ და ისევ იმ შემართებით, როგორც აქამდე, დაგვიჭირონ მხარი, რომ მივიდეთ ფინალამდე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ