ავტორი:

"ჩემს მეუღლეს ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს" -  როგორც ცხოვრობს მაკა ზამბახიძე ტყეში, ციყვებისა და ტოროლების გარემოცვაში

"ჩემს მეუღლეს ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს" -  როგორც ცხოვრობს მაკა ზამბახიძე ტყეში, ციყვებისა და ტოროლების გარემოცვაში

მომღერალი მაკა ზამბახიძე ოჯახთან ერთად წყნეთში, პატარა და მყუდრო სახლში ცხოვრობს. ტყის პირას აშენებული სახლი მაკამ საკუთარი გემოვნებით მოაწყო და ის სირთულეებიც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც მშენებლობასა და რემონტს უკავშირდება. ამბობს, რომ ქალაქის ხმაურს, დამღლელ რიტმს მოწყვეტილი, ციყვების და ტოროლების გარემოცვაში, ულამაზეს სახლში თავს ბედნიერად და მშვიდად გრძნობს.

- რატომღაც ვამჯობინე, რომ ქალაქისგან მოშორებით მეცხოვრა. დღეს ყველა მეკითხება, ხომ არ მიჭირს წყნეთიდან თბილისში სიარული. პირიქით, ძალიან მიადვილდება და დამღლელი დღის მერე აქ ძალიან მშვიდად და წყნარად ვგრძნობ ხოლმე თავს. ხშირად ამოდის დედაჩემი და დიდ დროს ატარებს ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მამაჩემი იშვიათად გვსტუმრობს. მუშაობს და თბილისში ურჩევნია ყოფნა, მხოლოდ დასვენების დღეებში გვეწვევა ხოლმე.

- რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ ადგილი, სადაც დღეს ცხოვრობთ?

- უპირატესობა მივანიჭე გამწვანებას, ბუნებას, ჰაერს. ფაქტობრივად, ჩემი სახლი დგას ტყეში, რომელიც შემოფარგლულია ნაძვებით. ძალიან მსიამოვნებს გარემო, სადაც ახლა ვცხოვრობ. ჩემი ხშირი სტუმრები არიან ციყვები, დილით ტოროლას ხმა მაღვიძებს. გარდაუვალია ისე ჩაიაროს ზამთარმა, რომ არ მოთოვოს. გვყავს არაჩვეულებრივი მეზობლები, თუმცა ზამთარში ისინი თბილისში არიან. ზაფხულში ამოდიან და ყველა ერთად გამოვეფინებით ხოლმე გარეთ.

- რასთან ასოცირდება თქვენთვის სახლი, მყუდრო კერა?

- კომფორტული და მყუდრო სახლი დიდი ფუფუნებაა სულიერი სიმშვიდისთვის. გააჩნია, ვისთვის რა არის კომფორტი. მაგალითად, ჩემთვის კომფორტია ის, როგორც დღეს ვცხოვრობ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მისი სულიერი სიმშვიდისთვის აუცილებელი კრიტერიუმია კომფორტული და მასზე, მის ინტერესებზე მორგებული სახლი. ეს ჩემთვის ასოცირდება ბედნიერებასთან და სიმშვიდესთან. როდესაც დაღლილი, ენერგიაგამოცლილი მიდიხარ სახლში, იქ უნდა დაგხვდეს გარემო, სადაც დაისვენებ და განიტვირთები, დაივიწყებ ყოფით პრობლემებს.

იურმალაში რომ გავიმარჯვეთ და გარკვეული თანხა გადმოგვცეს, რა თქმა უნდა, ეს თანხა გავიყავით და მთლიანად დავახარჯე სახლის რემონტს, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია კომფორტული და ლამაზი გარემო. კომფორტის შესაქმნელად სულაც არ არის აუცილებელი დიდი თანხის დახარჯვა, მცირე თანხითაც შეიძლება სასურველი ინტერიერის შექმნა.

- რაც შეეხება მშენებლობას და სარემონტო სამუშაოებს, ამ ყველაფერმა თქვენს ხელში გაიარა?

- რა თქმა უნდა, ყველაფერმა ჩემს ხელში გაიარა და ნამდვილად არ იყო მარტივი და ხანმოკლე გზა. მოგეხსენებათ, საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური საკითხია ხელოსნებთან მუშაობა და მეც არაერთხელ მიგრძნია იმედგაცრუება. მშენებლობა-რემონტის საკითხი დროში ძალიან გაიწელა, მაგრამ სანამ იმას არ მივაღწიე, რაც მინდოდა, არ გავჩერდი. წვრილმანი დეტალებიდან დაწყებული, ავეჯით დამთავრებული, ყველაფერი ჩემი გემოვნებით გავაკეთე. მასალების შესაძენად მაღაზიებშიც თავად დავდიოდი. ძალიან დამეხმარა ინტერნეტსაშუალებები, ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვიღებდი. ვათვალიერებდი ინტერიერის ფოტოებს, ვეცნობოდი სტატიებს და ა.შ. ასე ნელ-ნელა გავაკეთე ის, რასაც ხედავთ. მიყვარს თბილი და პასტელური ფერები, უპირატესობას ვანიჭებ კლასიკურ სტილს, ხეს. სხვათა შორის, ჩემს სახლში ყურადღებას იქცევს ხის ძელებისგან გაკეთებული ჭერი. ვთვლი, რომ ეს დეტალი ორიგინალურობას მატებს სახლს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მზე, სითბო, სინათლე. თუ სახლში მზის სხივები არ შემოდის, ის სახლი მძიმე აურის მატარებლად მიმაჩნია. ჩამობნელებული სახლი ღამეც მეყოფა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და წინ კიდევ საინტერესო გეგმები მაქვს. ახლო მომავალში ვგეგმავ ეზოს გამწვანებას. ამ ზაფხულს რამდენიმე ჯიშის ვარდი ჩავრგეთ. მინდა, რომ ბევრი ლამაზი ვარდი იყოს ჩემს ეზოში. ჩემს მეუღლეს კარგად გამოსდის მიწასთან ურთიერთობა. ისეთი ხელი აქვს, რასაც დარგავს, ყველაფერი ხარობს. წაიკითხეთ სრულად+ფოტოები

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ