ავტორი:

ზაზა ფაჩულიას ოჯახური იდილია ამერიკაში - კალათბურთელის მეუღლე საახალწლო ფოტოსესიას აქვეყნებს

ზაზა ფაჩულიას ოჯახური იდილია ამერიკაში - კალათბურთელის მეუღლე საახალწლო ფოტოსესიას აქვეყნებს

NBA-ში მოასპარეზე ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას მეუღლე თიკა ალავიძე "ინსტაგრამზე" ოჯახის საახალწლო ფოტოებს აქვეყნებს. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ოთხი შვილი - დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს. ბიჭები მამის კვალს მიჰყვებიან და კალათბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობენ. ისინი მამას ვიზუალურადაც ჰგვანან.

ულამაზესმა წყვილმა ერთმანეთი 10 წლის წინ გაიცნო. მათ გაცნობას თიკა ალავიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე იხსენებს:

"მაშინ ანსამბლ "სუხიშვილებში" ვცეკვავდი. მახსოვს, მცხეთაში გვქონდა კონცერტი და იქ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ გვყავდა საერთო მეგობარი, რომელმაც მითხრა, რომ ზაზას ჩემი გაცნობა უნდოდა და კულისებში შემოიყვანა. სწორედ მაშინ მოხდა ჩემი და ზაზას პირველი შეხვედრა.

ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. ამ პერიოდის მანძილზე ზაზას ძალიან იშვიათად ვხედავდი, მაგრამ ყოველთვის აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ერთ დღესაც დამირეკა და მითხრა, რომ უნდა ჩავსულიყავი მასთან აშშ-ში, დაურეკა მამაჩემსაც და ასე, სპონტანურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაგვეყვანა, რადგან ჩემთვისაც და ზაზასთვისაც ეს მანძილი ძალიან რთული იყო. ჩავედი ამერიკაში და იქ მოვაწერეთ ხელი", - იხსენებს თიკა ერთ-ერთ ინტერვიუში.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს