ავტორი:

მუსიკალური კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" გაემგზავრება - რა ვიცით "საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ

მუსიკალური კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" გაემგზავრება - რა ვიცით "საქართველოს ვარსკვლავის" შესახებ

5 იანვრიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ახალი მუსიკალური მეგაპროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" იწყება, რომელიც ეთერში ყოველ შაბათს, 22:00 საათზე გავა. ეს პროექტ "Pop Idol"-ის ლიცენზირებული ვერსიაა. საქართველოში ამ პროექტმა თავის დროზე აღმოაჩინა ნინა სუბლატი, ლუკა ზაქარიაძე, მარიკო ლეჟავა და ბევრი სხვა ცნობილი და ნიჭიერი მომღერალი.

ახლა კი პირველად, საქართველოს მუსიკალური პროექტების ისტორიაში, "საქართველოს ვარსკვლავი" გამარჯვებულს შანსს აძლევს "ევროვიზიაზე" გაემგზავროს და ქვეყანა წარადგინოს. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსს ჰყავს ჟიური, კონკურსანტებს და გამარჯვებულს გამოავლენს მაყურებელი.

პროექტისთვის შესარჩევი ტურები საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და პირველი სამი გადაცემა, რომელიც 5 იანვრიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით გავა, ჩანაწერი იქნება, შემდეგ კი უკვე ლაივ-კონცერტებს იხილავს მაყურებელი, სადაც 10 საუკეთესო კონკურსანტი-ფინალისტი წარსდგება მაყურებლის წინაშე.

როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ეს არ იქნება რეიტინგებზე ორიენტირებული პროექტი, მას კონკრეტული მიზანი აქვს და კონკრეტულ შედეგს ემსახურება:

"საქართველოს ვარსკვლავი" ეძებს ადამიანს, რომელიც საქართველოს "ევროვიზიაზე" წარადგენს. სხვა, ჩვენში აქამდე ცნობილი პროექტებისგან განსხვავებით, მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლებიც, რადგანაც კონკურსს ამ მხრივ შეზღუდვა არ ჰქონია. თუმცა მათ გარდა, შესარჩევ ტურებზე სრულიად უცხო ნიჭიერი ადამიანებიც მოვიდნენ და საკმაოდ კარგი ნაკადი შეიკრიბა. არც ასაკობრივი შეზღუდვა ყოფილა დაწესებული. მონაწილეობის უფლება 16 წლიდან ასაკის ადამიანებს მიეცათ.

რაც შეეხება ჟიურის, ის ოთხი პროფესიონალისგან შედგება: სტეფანე - მუსიკოსი, რომელსაც დიდი აღმოჩენების ბრწყინვალე ექსპერტსაც ეძახიან და რომელიც "ევროვიზიის" კონკურსიდან დისკვალიფიცირებულია ცნობილი ჰიტის გამო, რომელიც სტეფანეს და "სამ გოგოს" კონკურსისთვის ჰქონდა მომზადებული და რომელსაც პოლიტიკური საფუძველი მიეცა; ზაზა შენგელია - პროდიუსერი, ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტი, თავის დროზე, "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის წევრი, მისი გამოცდილება და კომპეტენცია ჟიურიში ბევრ რამეს განსაზღვრავს, მან იცის, როგორ შექმნას კარგი პროდუქტი; თიკო ბერძენიშვილი - ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიამართვის კომიტეტის წარმომადგენელი საქართველოში და ნათია თოდუა -"გერმანიის ხმა", ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც იმითაც არის საინტერესო, რომ რამდენიმე წლის წინ, "X ფაქტორში" ჟიურიმ როგორც კონკურსანტი დაიწუნა, თუმცა მან დიდ წარმატებას გერმანიაში მიაღწია.

"საქართველოს ვარსკვლავი" სხვა დანარჩენი მუსიკალური კონკურსებისგან იმით განსხვავდება, რომ გამარჯვებულ კონკურსანტს არ გადასცემს ბინას, ის `ევროვიზიის~ კონკურსზე უშვებს გამარჯვებულს და ამ საქმეში უდიდესი როლი, როგორც ვთქვით, სწორედ მაყურებელს ენიჭება. ასე რომ, მაყურებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, ის მნიშვნელოვანი პროცესის თანამონაწილე ხდება. რეალურად მათი ერთი ზარი წყვეტს იმას, თუ ვინ წარადგენს საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე და ამიტომ, მათ ამისთვის დიდი დაკვირვება სჭირდებათ. ასე რომ, გარდა საინტერესო სანახაობის ხილვისა, პროექტი მათგან მეტ ჩართულობას ითხოვს. `საქართველოს ვარსკვლავი~ კომპანია `ნოვაპროდაქშენის~ პროექტია, რომელიც, საერთაშორისო პროექტების მიმართულებით მუშაობს და ლიცენზირებულ პროეტებს ფლობდა.

მისი აღმასრულებელი პროდიუსერები არიან - გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე. ამრიგად, ჩვენში პირველად იწყება კონკურსი, რომელიც ბინის მოგებაზე არ არის ორიენტირებული, გამარჯვებული ავტომატურად ქვეყნის სახე ხდება, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით პრესტიჟულ კონკურსზე უნდა წარდგეს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს