ავტორი:

"ანგელოზების მუზეუმი" თბილისში და 19 წლის გოგონას გასაოცარი კოლექცია

"ანგელოზების მუზეუმი" თბილისში და 19 წლის გოგონას გასაოცარი კოლექცია

საქართველოში პირველად, "ანგელოზების მუზეუმი" გაიხსნა. მუზეუმი თბილისში, ნაფარეულის #6-ში მდებარეობს და გახსნაზე ნატალია კიკაბიძის ანგელოზების კოლექცია გამოიფინა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ გასაოცარი კოლექცია, - სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელოვანის მიერ შექმნილი ანგელოზები.

შემოქმედებითი სივრცე, სადაც "ანგელოზების მუზეუმი" გაიხსნა, არის სოციალური საწარმო, რომელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის ირგვლივ უამრავ ნიჭიერ ადამიანს გააერთიანებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქაურობა ყველაზე მყუდრო ნავსაყუდელი გახდება. ასე რომ, ეს არის თბილი, ჯადოსნური სივრცე, რომელიც უამრავ საინტერესო ადამიანს და იდეას თავს მოუყრის.

ნატაშკა კიკაბიძის ანგელოზების კოლექციით დავინტერესდით, რომლის დათვალიერების საშუალება გახსნაზე მისულ სტუმრებს მიეცათ.

გოგონა 19 წლის არის და "ჯიპაში" აუდიო-ვიზუალური და მედიახელოვნების განხრით სწავლობს. 7 წელია ანგელოზებს აგროვებს, უკვე 150-ზე მეტი ფიგურა აქვს. კოლექციაში ძირითადად თეთრი ფერი ჭარბობს, ამბობს, რომ ეს ფერი მეტად მომწონს.

"მთავარია, ჰქონდეს ფრთები, იყოს ანგელოზი, თუმცა ერთი მყავს ისეთი, რომელსაც ფრთები არ აქვს, მაგრამ კალათაში წევს და სძინავს. ძალიან საყვარელია" - გვეუბნება რესპონდენტი, რომელიც ამ ყველაფერმა 12-13 წლის ასაკში დაინტერესდა.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დედამ, ჟურნალისტმა ნინო არაზაშვილმა სამოგზაუროდ სტრასბურგში წაიყვანა. იქ კი, საკათედრო ტაძართან ახლოს, სანაყინეში ულამაზესი ამური აღმოაჩინა.

"მაშინ მივხვდი, რომ ანგელოზები ძალიან მომწონდა. ცხადია, პირველი ექსპონატი იქიდან ჩამოვიყოლე. მნიშვნელოვანია, რომ თუკი ვინმე ანგელოზს მჩუქნის, ის ჩემთვის წარმატებულ და აღსანიშნავ, გამორჩეულ დღეს ხდება. ჩემი ანგელოზები სხვადასხვა მასალისაა - ზოგს სანთელი უჭირავს, ლოცულობს, ზოგი ზის, წევს, დგას, ხელში გულით მიფრინას... ჩემთვის ეს ყველაფერი რომანტიკაა და თითოეული თავის განწყობას მიქმნის.

ყველამ იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ მათი სილამაზე, რაღაცით ემოცია უნდა მოჰქონდეს, მაგრამ თუ მე ვარჩევ ანგელოზს, სახემ უნდა მომხიბლოს, ემოციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს" - დასძენს ნატაშკა, რომლის თქმითაც, მისი კოლექციის თითოეული "წევრი" ბავშვობაში აბრუნებს.

"ეს ადგილი, სადაც მუზეუმი გაიხსნა, არის სოციალური საწარმო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მარტოხელა დედებს დაასაქმებს. ამ საწარმომ თვითონ შემომთავაზა, ჩემი კოლექცია სრულად გამომეფინა, არასდროს მიფიქრია ამის სურვილი. რომ მითხრეს, გამიხარდა, მეც დავაფიქსირებ ამ ფორმით ჩემს მხარდაჭერას-მეთქი. ამ სოციალურ სივრცეში, ხშირად ტარდება სხვადასხვა მასტერკლასი, სადაც ბევრ რამესთან ერთად, ანგელოზების გაკეთებასაც ასწავლიან" - გვითხრა ნატაშკა კიკაბიძემ.

ნინო არაზაშვილი, ჟურნალისტი, ნატაშკას დედა:

"ნატაშკა ამ ანგელოზებს ყოველთვის რაღაცით განსაკურებულ დღეს იღებდა მეგობრებისგან და ახლობლებისგან. მაგალითად, 8 სექტემბერი დიდმოწამე ნატალიას ხსენების დღეა, ამ დღესაც არაერთი მიუღია. რომ ვატყობდი, ასე მოსწონდა, მეც სტიმულს ვაძლევდი და მაგალითად, ყოველ მაღალ ქულაზე, ან ვთქვათ, როცა კარგად ჩააბარებდა გამოცდას, რაღაც მნიშვნელოვანი წარმატებული დღე ჰქონდა, ვასაჩუქრებდი.

ახლა თითოეული მათგანი ან იმ ახლობელ ადამიანს ახსენებს, ვინც აჩუქა, ან უბრალოდ იმ დღეს, რისთვისაც დაასაჩუქრეს. ბოლოს ბევრი რომ დაგროვდა, მის ოთახში ამისთვის ერთი მთლიანი კედელი შევარჩიეთ, სადაც ანგელოზებმა საპატიო ადგილი დაიკავეს. ასე რომ, ეს ფიგურები არა მარტო ნატაშკას, ჩვენც ძალიან გვიყვარს".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ