ავტორი:

გოგონამ წყლის ბოთლებით ყველა ვარსკვლავი დაჩრდილა - "ოქროს გლობუსის" საუკეთესო კაბები და კურიოზები

გოგონამ წყლის ბოთლებით ყველა ვარსკვლავი დაჩრდილა - "ოქროს გლობუსის" საუკეთესო კაბები და კურიოზები

პრესტიჟულ კინოდაჯილდოებებს არა მხოლოდ ფილმების მოყვარულები, არამედ - მოდის ექსპერტებიც მოუთმენლად ელიან ხოლმე. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ენაცვლებიან ვარსკვლავები, რომლების ჩაცმულობასაც შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში განიხილავენ სოციალურ ქსელებში.

თუმცა ამჯერად, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებამ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, „ტვიტერისა“ და „ფეისბუქისთვის“ სრულიად მოულოდნელი სიურპრიზით ჩაიარა - სოციალურ ქსელებში ვარსკვლავებზე მეტად განიხილავენ გოგონას, რომელიც წითელ ხალიჩაზე წყლის ბოთლებით იდგა.

კელეტ კატბერტი „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოებაზე „ფიჯი უოთერის“ პროდუქტს წარადგენდა. ის ჩანს ყველა ფოტოზე, სადაც ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე პოზირებენ. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ კატბერტი „საღამოს დედოფლად“ იქცა. კადრებში ის მსახიობების უკან დგას, თუმცა ყველა ფოტოზე კამერის ობიექტივში იყურება და იღიმის.

„დღის ბოლოს „ფიჯი უოთერის“ გოგო ფილმზე შემოთავაზებას მიიღებს,“ - წერს „ტვიტერის“ ერთ-ერთი მომხმარებელი.

კიდევ ერთი ადამიანი, ვისზეც სოციალურ ქსელებში ბევრს საუბრობენ, ლედი გაგაა - მუსიკოსი და მსახიობი მედიამ საღამოს ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად დაასახელა. 32 წლის ლედი გაგა ვალენტინოს ცისფერი კაბით გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე, მას თმაც კაბის ფერის ტონალობაში ჰქონდა შეღებილი.

ლედი გაგა

ლედი გაგას კაბა Harpers Bazaar-ის მიერ დასახელებული საუკეთესო კაბებიდან ერთ-ერთია.

ლორა ჰერიერი

სანდრა ო

როზამუნდ პაიკი

ჯემა ჩანი

ლუპიტა ნიონგო

ჯულია რობერტსი

ემილი ბლანტი

რაც შეეხება საღამოს ყველაზე მთავარ ნაწილს - „ოქროს გლობუსის“ მფლობელთა ვინაობას, წლის საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში „ბოჰემურმა რაფსოდიამ“ (Bohemian Rhapsody) გაიმარჯვა - იმის მიუხედავად, რომ კრიტიკოსები აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებას ბრედლი კუპერის A Star Is Born-ს უწინასწარმეტყველებდნენ.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს:

საუკეთესო მსახიობი კაცი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – მაიკლ დუგლასი (The Kominsky Method)

საუკეთესო ანიმაცია – (Spider-Man: Into the Spider-Verse)

საუკეთესო მსახიობი კაცი დრამატულ სერიალში – რიჩარდ მადენი, (Bodyguard)

საუკეთესო სატელევიზიო სერიალი – დრამა – The Americans

კაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – ბენ უიშოუ, (A Very English Scandal)

საუკეთესო მსახიობი ქალი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია არკეტი, (Escape at Dannemora)

საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – First Man

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – Shallow (A Star Is Born)

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ​რეჯინა კინგი (If Beale Street Could Talk)

საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში – სანდრა ო (Killing Eve)

კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – ​მაჰერშალა ალი (Green Book)

საუკეთესო სცენარი – Green Book

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – პატრიცია კლარკსონი (Sharp Objects)

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – კრისტიან ბეილი (Vice)

საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი – Roma

საუკეთესო მსახიობი კაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში – დარენ კრისი (The Assassination of Gianni Versace: American Crime Story)

მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი – ალფონსო კუარონი (Roma)

საუკეთესო მსახიობი ქალი მუსიკალურ ან კომედიურ სერიალში – რეიჩელ ბროსნაჰანი (The Marvelous Mrs. Maisel)

საუკეთესო კომედიური სერიალი – The Kominsky Method

საუკეთესო მინისერიალი ან სატელევიზიო მხატვრული ფილმი – The Assassination of Gianni Versace: American Crime Story

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში – კომედია ან მიუზიკლი – ოლივია კოლმენი, The Favourite

საუკეთესო მხატვრული ფილმი – კომედია ან მიუზიკლი – Green Book

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს