ავტორი:

უნდა გადაიდოს თუ არა გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი - ამირან გამყრელიძის კომენტარი

უნდა გადაიდოს თუ არა გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი - ამირან გამყრელიძის კომენტარი

დღევანდელი მონაცემებით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად მიიღებენ.

"ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა რთულია. წინა კვირაში გრიპის ავადობის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორი იქნება სიტუაცია ავადობის გავრცელების თვალსაზრისით და შემდეგ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღევანდელი მონაცემებით, სკოლებში სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობას ვერ ვხედავ", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თბილისში სასწრაფო დახმარებების გამოძახების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისში სასწრაფო დახმარების გამოძახების რაოდენობა დღე-ღამეში დაახლოებით 2000-დან 2500-მდე ფიქსირდება, მათგან 30% რესპირატორული ინფექციებითაა განპირობებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ