ავტორი:

საშობაო ალილო თბილისში - სადღესასწაულო მსვლელობის ულამაზესი ფოტოკოლაჟი

საშობაო ალილო თბილისში - სადღესასწაულო მსვლელობის ულამაზესი ფოტოკოლაჟი

საშობაო ალილოს მსვლელობა სამების ტაძარში დასრულდა, სადაც სადღესასწაულო პარაკლისი აღევლინა. მსვლელობის მონაწილეებმა საშობაო ალილო პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის დროსაც გაიარეს რუსთაველის გამზირი, თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები. მსვლელობა თეატრალიზებული იყო.

ალილოს მონაწილეების მიერ გზადაგზა შეგროვებული ტკბილეული და საჩუქრები სამების ტაძარში მოგროვდება, რის შემდეგაც ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნის ტრადიცია, პატრიარქის ინიციატივით, ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ