ავტორი:

დაცულები არიან თუ არა მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის "აორთქლებისგან" - ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ

დაცულები არიან თუ არა მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის "აორთქლებისგან" - ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრებიდან მაქსიმუმ 5 თვის ვადაში, ოღონდ არა უადრეს 3 თვისა. ანუ 2019 წლის აპრილსა და მარტში.

40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა, ხოლო 40 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ასევე თვითდასაქმებულებისთვის ნებაყოფლობითია.

საპენსიო შენატანი ყოველთვიურად ხელფასის 2%-ია. ამასთან, დამსაქმებელიც ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, იმავე ანგარიშზე ასევე ხელფასის 2% გადარიცხოს - თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24.000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24.000-დან 60.000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60.000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.

დასაბეგრი ხელფასი არ გულისხმობს მხოლოდ ხელფასის სახით გაცემულ თანხას, გადას.არიცხი თანხის გაანგარიშება ხდება ბონუსების, ბენეფიტებისა და ყველა სხვა სარგებლის გათვალისწინებით. ანუ იგულისხმება ყველა ის სარგებელი, რომელიც თანამშრომლის შემოსავლად მიიჩნევა.

ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა, რომელიც მოსახლეობას დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით უჩნდება, ის არის, თუ რამდენად იქნება დაცული მათი საპენსიო შენატანები, ხომ არ დაბანდდება აქტივები არაკეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და იქნებიან თუ არა სქემის მონაწილეები დაზღვეული დანაკარგისგან? საპასუხოდ საპენსიო ფონდში ამბობენ, რომ რისკის შემცირების მიზნით, ინვესტიციები ჩაიდება დივერსიფიცირებულად, მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. რამდენად დამაჯერებელია ეს პასუხი მოსახლეობისთვის, რომელიც დღემდე ითხოვს ხელისუფლებისგან დაკარგული ანაბრების დაბრუნებას, თავად განსაჯეთ, თუმცა საგულისხმოა ის შენიშვნები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეკონომიკის ექსპერტებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ.

მაგალითად, ექსპერტებისთვის არ არის ნათელი, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ის უალტერნატივო. ექსპერტები ასევე გვახსენებენ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა და მოჰყავთ უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითი. 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს პოლონეთის საპენსიო ფონდებში არსებული თანხა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროდ გადაიქცა. მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირებული ნაწილის კონფისკაცია მოახდინა. უფრო რადიკალურად განვითარდა პროცესები უნგრეთში, სადაც მოხდა სავალდებულო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია.

ეკონომისტების შეფასებით, დამსაქმებლის დავალდებულება, რომ 40-წლამდე ასაკის დასაქმებულების საპენსიო ფონდში შრომის ანაზღაურების 2% სავალდებულო წესით გადაიხადოს, ფაქტობრივად, გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, აქციზის გარდა, ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გამართვას მოითხოვს... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ