ავტორი:

როდის დაიწყება სწავლა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში?

როდის დაიწყება სწავლა სკოლებსა და ბაგა-ბაღებში?

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლის დაწყების გადადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. შესაბამისი გადაწყვეტილება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დღევანდელ თათბირზე მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოში განუცხადეს, სწავლა საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩვეულებრივად, 14 იანვარს დაიწყება.

რაც შეეხება სკოლებში სწავლის დაწყების პროცესს, ჯერ უცნობია, დაიწყება თუ არა სწავლა 14 იანვარს.

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსთან დაკავშირებით, მშობლების ნაწილი მოითხოვს, რომ სწავლის დაწყება გადაიდოს.

15 იანვრამდე რუსთავის ბაგა-ბაღებში გამოცხადებულია თავისუფალი დასწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ააიპ „რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღების გაერთიანება“ „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.

„იანვრის თვეში თავისუფალი დასწრების გაგრძელების საკითხი დამოკიდებულია ვირუსების გავრცელების დინამიკაზე. დამატებით ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად მოგაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გრიპის ვირუსის გამო, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია გამოცხადებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ