თურქეთი აშშ-ისგან ორი მოიერიშე ვერტმფრენის Bell AH-1W SuperCobra-ის შეძენას აპირებს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ვედჯი გონულმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, აშშ-ის კონგრესმა ამ საკითხზე თანხმობა უკვე განაცხადა და შედეგად თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალები ახალ ვერტმფრენებს 2011 წლისთვის მიიღებს.
აღნიშნული ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები 2009 წლის იანვარიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალები 28 ერთეულ საბრძოლო ვერტმფრენი Bell AH-1 Cobra-ს ითვლის, რომელთაგან 6 W-ვერსიისაა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ვერტმფრენების შეძენას იტალიის არმიისგანაც აპირებს. საუბარია 9 ვერტმფრენზე AgustaWestland 129 Mangusta, რომელთაც თურქეთი მოდერნიზაციას თავად გაუკეთებს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.