ავტორი:

"ვიყენებთ ვეტოს უფლებას..." - რა მოხდა შობის ღამეს "მხოლოდ ქართულში" და ვინ გახდა მაყურებლის რჩეული

"ვიყენებთ ვეტოს უფლებას..." - რა მოხდა შობის ღამეს "მხოლოდ ქართულში" და ვინ გახდა მაყურებლის რჩეული

"მხოლოდ ქართულის" მორიგი ლაივ-კონცერტი შობის დღესასწაულს დაემთხვა. პროექტში დარჩენილმა ხუთმა კონკურსანტმა მორიგი ტურისთვის ქალი კომპოზიტორების ნამუშევრები შეასრულეს. სიმღერების მომზადებაში კონკურსანტებს მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე დაეხმარა. ქალი კომპოზიტორების ტურშიც ხალხის რჩეული კვლავ გიორგი კელაპტრიშვილი გახდა, რომელმაც ინოლა გურგულიას სიმღერა "უშენოდ" შეასრულა, რითაც ჟიურის წევრებმა ათ-ათი ქულით შეაფასეს.

ჟიურის წევრი ამ კონკურსში პირველად ბუბა კიკაბიძე გახლდათ, რომელთან ერთადაც კონკურსანტებმა კონცერტის დასაწყისში იმღერეს. მიღებული ქულათა რაოდენობით ბოლო ადგილზე შოუს ერთადერთი კონკურსანტი გოგონა - ნუცა თოფურია გავიდა, თუმცა "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობამ ვეტო გამოიყენა და ნუცა შობის დღესასწაულზე, ქალი კომპოზიტორების ტურში პროექტის დატოვებას გადაარჩინა.

"დიდი მადლობა ყველას დღევანდელი ტურისთვის, ვინც მიიღო მონაწილეობა. აქ იყო ნუნუ დუღაშვილი, რომელიც მსოფლიო დონის კომპოზიტორია, მისი თამადობით, ყველა ქალბატონ კომპოზიტორს მადლობას ვუხდი. ჩვენ გვაქვს ბედნიერება, საქართველოში გვყავდეს არაჩვეულებრივი ქალი კომპოზიტორები. დიდი მადლობა ბატონ ბუბას, რომელიც დღეს შემოგვიერთდა, ჩვენთვის იმღერა და ქართულ სიმღერაში კლასი გვაჩვენა. მოკლედ, რადგან ქართველი კომპოზიტორების დღე იყო, "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებით კონკურსის ბოლო მონაწილე ქალი პროექტში რჩება, - ვიყენებთ ვეტოს უფლებას", - მიმართა მაყურებელს "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ასე რომ, პროექტში ისევ 5 კონკურსანტი გააგრძელებს უკვე ნახვარფინალში ბრძოლას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს