ავტორი:

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად რეზი ნასიძე ექიმებს

ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად რეზი ნასიძე ექიმებს

ვრცელდება კადრები, სადაც წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკაში მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება ფიზიკურად მსახიობი რეზი ნასიძე ექიმებს. კადრებს "რუსთავი 2" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რეზი ნასიძეს ბრალი ინფექციურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ წაუყენეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნასიძის ადვოკატმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გამოძიების ინფორმაციით, ნასიძემ თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ნასიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

VIDEO: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს მწოლიარე რევაზ ნასიძე ექიმებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ