გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 83 წლის ქალბატონი სავარაუდოდ H1N1 ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.
ქალბატონი კლინიკა "მედალფაში" რამდენიმე დღის წინ გრიპის სიმპტომებით მოათავესეს. როგორც კლინიკაში განაცხადეს, 83 წლის ქალბატონს სხვა ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა.
კლინიკის ინფორმაციით, H1N1 ვირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ქალბატონი საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით შეიყვანეს.