ავტორი:

"ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე?" - პაატა იმნაძე

"ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე?" - პაატა იმნაძე

ესაა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოთხოვნა ხოლმე, რომ დაიხუროს სკოლები, დაიხუროს ბაღები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ვირუსებთან დაკავშირებით ისაუბრა.

"არსებობს ბევრი დასავლური ქვეყნის გამოცდილება. სკოლა და ბაღი რომ დაიხურება, ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი? სკოლის და ბაღის გარეშე ადამიანები ავად არ ხდებიან?

ჩვენი რეკომენდაცია იქნება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ახლა 256 არის 100 000 მოსახლეზე. ჯერჯერობით ავადობის შემცირების ტენდენცია არსებობს, დავაკვირდებით ტენდენციას ამ კვირის განმავლობაში და შემდგომ იქნება განათლების სისტემისადმი რეკომენდაცია", - განაცხადა პაატა იმნაძემ, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შეიძლება გრიპის ვირუსის გამო სკოლებსა და ბაღებში სწავლის დაწყება გადაიდოს.

იხილეთ ვიდეო: "ბავშვები, რომლებიც სკოლასა და ბაღში არ ივლიან, შუშის კოლბებში იქნებიან ცალკე?" - პაატა იმნაძის თქმით, რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს სწავლა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი