ავტორი:

"39 რეანიმაციულ განყოფილებაშია" - გრიპის ვირუსით კლინიკებში 640-მდე პაციენტი მკურნალობს

"39 რეანიმაციულ განყოფილებაშია" - გრიპის ვირუსით კლინიკებში 640-მდე პაციენტი მკურნალობს

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამჟამად გრიპის ვირუსით ჰოსპიტლებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, 45% არის მაჩვენებელი იმ ადამიანების, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს.

„დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა ჰოსპიტლებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლად დავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ. კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი, რომ იმ პაციენტებიდან, ვინც ექიმს მიმართა და დროული მკურნალობა დაიწყო, მხოლოდ 45% არის, ვინც ეს გააკეთა პირველი ორი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები გაიზარდოს. ანუ ადამიანებმა სიმპტომების აღმჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს და უნდა მიიღონ სწორი მკურნალობა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ